• რეკლამა
  • კონტაქტი
05:51, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართულ ოცნებას ჰყავს პრორუსული ამომრჩეველი” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
16:36 11-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
241

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

“ქართულ ოცნებას ჰყავს პრორუსული ამომრჩეველი – ნაწილი პირდაპირ მისცემს ხმას ქართულ ოცნებას, მეორე ნაწილი ხუნდაძის სპეცდანაყოფს ანუ ისევ ქართულ ოცნებას.
არის ქართული ოცნების ამომრჩევლის მეორე ნაწილი, რომელსაც სულ ფეხებზე ჰკიდია დასავლეთი კი არა, მთლიანად კომპასი მისი ყველა მიმართულებით. ასეთი არ არის ცოტა. რაოდენობრივად მთლიანად ქვეყანაში კი არა, ვგულისხმობ მათ წილს ოცნების მხარდამჭერებში.
და არის მესამე ნაწილი, რომელიც საკუთარ თავს პროდასავლელს უწოდებს. კვლევებშიც გეტყვის, რომ ევროკავშირი და ნატო უნდა. ამ კატეგორიის პროდასავლურობა არ მოწმდება შეკითხვით – დასავლეთი თუ რუსეთი, არამედ საკითხი სხვაგვარად უნდა დავსვათ – დასავლეთი თუ ივანიშვილი. აი, რა მანდ დასავლეთი სულ ცალ ფეხზე კიდიათ – მოპარული ფულით ნაყიდი სახლები, მანქანები, საათები ურჩევნიათ. ეს კატეგორია უარს არ იტყვის ევროკავშირზე, ოღონდ ხალხისგან ამოცლილი ქონებით თუ შეუშვებენ. ამ მოპარული ფულით რუსეთში სიარული კი არ უნდათ, არამედ ევროპაში შოფინგისთვის გამოყენებს, იქ ბინების შეძენა და შვილების სწავლის დაფინანსება. ეგაა მათთვის დასავლეთი, აბა დემოკრატიას სულ ცსლ ფეხზე ჰკიდიათ.
ივანიშვილი როგორი პროდასავლელია ვხედავთ – როცა მას უჭერ მხარს და თან ფარისევლობ, რომ ევროჯავშირს ემხრობი, ეგრე არ გამოდის.
თქვენ რა გგონიათ, რუს ოლიგარქებსა და ჩინოვნიკებს არ უყვარდათ ევროპა ? გიჟდებოდნენ და ახლაც გიჟდებიან. ოღონდ იქ რუსეთში მოპარული ფულის ხარჯვაა მნჯშვნელოვანი და არა ფასეულობები.
ამიტომ ფრაზა ,,ქართული ოცნების პროდასავლელი ამომრჩეველი” ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. კიდევ უფრო სასაცილოა, მის გადმობირებაზე მზრუნველი ოპოზიცია. ივანიშვილი დგას კორუფციაზე. როგორ გგონიათ, რა ურჩევნია ჩინოვნიკს – მოპარული ფული, სკამი, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული უსაქმური ცოლები და ქმრები, აგარაკები თუ თავისუფალი სასამართლო ? ეს კატეგორია ყველაფერზე თანახმაა – მაგალითად, სუსი რომ საძინებლებში უღებს, მთავარია, ფული მოაპარინონ. ისიც იციან, რომ ეს ქურდობა მათ წინააღმდეგ კომპრომატია, რადგან როცა უნდა, მაშინ დაიჭერენ. მთლიანად გახლართულები არიან ამ ბადეში. რაიმე სპეციფიკური, გაუთვალისწინებელი სრული რღვევა არ მოხდა, ეგენი ვერ განუდგებიან ივანიშვილს. ასე რომ, ჩვეულებრივ არჩევნებში მათი იმედი ნუ გექნებათ. ამას ჯობია, იმ ამომრჩეველს მიხედოთ, რომელიც არც ბიძინას ამომრჩეველია და ვერც ოპოზიციისთვის ხედავს ხმის მიცემის აზრს.
მოკლედ, ესაა ჩემი აზრი იმ 85 პროცენტზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე არსებითად იცვლება დასავლურ კურსთან დაკავშირებით – ამ გზას ქართველი ხალხის მყარი უმრავლესობა უჭერს მხარს ივანიშვილის მომხრეების გამოკლებითაც. ეს რაოდენობა კი საკმარისია ურყევად კურსის შესანარჩუნებლად.
ეს კარგად იცის ივანიშვილმა. და, კეკლუცობის გარეშე გამოუტყდნენ მისი ოპონენტებიც.
ივანიშვილის მასხარამ – ზარქუამ რაც თქვა, იმ პარტიას როგორ შეიძლება გულწრფელად პროდასავლელი ამომრჩეველი ჰყავდეს !”
თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved