• რეკლამა
  • კონტაქტი
09:37, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართულ ოცნებას” არაფერზე სერიოზული მუშაობა არ უნდა, ეს არის პრელუდია იმისთვის, რომ მონაწილეებს ნერვები მოუშალონ და ნერვებმოშლილზე მოხდეს მათი რადიკალიზაცია – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
16:36 08-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,430

პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს, რეალურად შედგეს შეთანხმება. მისი თქმით, მმართველი გუნდი ნერვებს უშლის ოპოზიციას, რომ შემდეგ ნერვებმოშლილზე მათი რადიკალიზაცია მოხდეს.

„ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ ამ შეხვედრებთან დაკავშირებით, ყველა შეხვედრას, რომელიც ევროინტეგრაციის ფორმატში იმართება, აქვს ერთი და იგივე დამახასიათებელი ნიშანი. შეხვედრა იწყება „ქართული ოცნების” წარმომადგენელთა არანაკლებ ნახევარსაათიანი გამოსვლით, რომლის დროსაც დაისმება ერთი ისეთი საკითხი, როგორიცაა მაგალითად, ვიღაცის სადღაც არ დაშვება, ვიღაცის შეზღუდვა, ვიღაცის კრიტიკა, რასაც სხვების მხრიდან ერთსაათიანი დისკუსია მოჰყვება. ყველა იქ მყოფი გამოთქვამს აზრს ამასთან დაკავშირებით.

საათ-ნახევარში ხალხი იღლება. შემდეგ შემოდის ერთ-ერთი სრულიად უმნიშვნელო საკითხი და თუ ვინმეს ენერგია შერჩა, იმ საკითხი გასვლის დროს ბოლომდე ეცლება ეს ენერგია. შემდეგ ეს შეხვედრა მთავრდება და იწყება ახალი შეხვედრა. ჯერჯერობით მთელი პროცესი ესაა. რაც ამ პროცესში თვალსაჩინოა, არის ის, რომ „ქართულ ოცნებას” უბრალოდ არაფერზე სერიოზული მუშაობა არ უნდა. ეს არის ერთგვარი პრელუდია იმისთვის, რომ მონაწილეებს ნერვები მოუშალონ და ნერვებმოშლილზე მოხდეს მათი რადიკალიზაცია. ამიტომ, ვურჩევდი ჩემს კოლეგებს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ცოტა მსუბუქად, ირონიით შეხედონ ამ საკითხს მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ირონიული საკითხი. მაქსიმალურად დააკვირდნენ იმას, როგორ ცდილობს „ქართული ოცნება”, არანაირი შეთანხმება არ შედგეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

თეგები: იაგო ხვიჩია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved