ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით ასკვნის, რომ „ქართულ ოცნებას“ ასეთი მხარდაჭერა არასოდეს ჰქონია.
„სინამდვილეში „ქართულ ოცნებას“ ახლა რომ მხარდაჭერა აქვს, ასეთი სავარაუდოდ მათემატიკური გათვლებითაც კი მტკიცდება, არ ჰქონია არასოდეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. თუ აქამადე ოცნება ებრძოდა მხოლოდ მოძალადეებს, ამ არჩევნებზე ერთდროულად ებრძოდა მოძალადებს და მოღალატეებს. ამის მიუხედავად მაინც მიიღო 47% მხარდაჭერა. მათემატიკაა მეტი არაფერი,“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
ცნობისათვის, 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, სახელისუფლებო პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 47% მოიპოვა.
კომენტარები