“ქართულ კოშმარს” არ ესმის ძირეული ევროპული თავისუფლებები – ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აკეთებს.
“ქართულ კოშმარს” არ ესმის ძირეული ევროპული თავისუფლებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კოპენჰაგენური კრიტერიუმები – დემოკრატია – დაწყებული შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებით. პუტინის კანონის შემოღებით ისინი ამ თავისუფლებებს მათთვის უცხოდ აცხადებენ. ეს პუტინიზმია.” – წერს პავილიონისი.
პარლამენტის თავმჯდომარე ევროპელ ლიდერებს პროტესტში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს და მას ბრალ “ფარისევლობასა და ქვეყნის აყირავების” მცდელობაში სდებს.
კომენტარები