• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართულ-ამერიკული ურთიერთობა ნულოვან ნიშნულზეა” – ხიდაშელი

ალია ავტორი - ალია
15:32 05-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
265

“ქართულ-ამერიკული ურთიერთოა ნულოვან ნიშნულზეა”, – ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამერიკის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც საუბარი საქართველოსაც ეხება. ხიდაშელის განმარტებით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები რომ სხვა ვითარებაში იყოს, ანგარიში გაცილებით ვრცელი იქნებოდა და მასში პარტნიორი რუსული გავლენების განეიტრალების გზებსაც აღწერდა.

“წესით, ის, რაც ჩვენ ვნახეთ, ის სამი ხაზი, რომელიც დღეს საქართველოს ეძღვება, სხვა ვითარებაში რომ იყოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, იქნებოდა ორი, სამი გვერდი და იქ ჩამოწერილი იქნებოდა ყველა ის ღონისძიება, რომელიც ამ საფრთხეების ჯერ პრევენციისთვის, შემდეგ, თუ მაინც საფრთხემ მოიმატა, ნეიტრალიზებისთვის, საფრთხის თავიდან არიდებისთვის რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ, რასი უნდა დაეხმაროს ამერიკული მხარე, სად შეიძლება, ჩაერთოს ნატო, სად შეიძლება, ჩაერთოს ევროკავშირი. აღარაფერი ეს დოკუმენტში აღარ არის, იმიტომ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არის ნულოვან მდგომარეობაში და უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციაა, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რუსული საფრთხეების ზღვარმა ყოველგვარ დასაშვებ მინიმალურ ზღვარს გადააჭარბა, არის მომატებული, არის აგრესია სახეზე და აბსოლუტურად დაუფარავი. მაგრამ, აღარაფერი წერია ამ დოკუმენტში იმაზე, აი, ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, შესაჩერებლად, გასანეიტრალებლად რა უნდა გააკეთოს საქართველომ”, – ამბობს თინა ხიდაშელი. 

აშშ-ს სამხედრო დაზვერვის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით არსებული საფრთხეებია შეფასებული, საქართველოც არის ნახსენები. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ოქტომრბის საპარლამენტო არცევნების შემდეგ “ოცნებამ” შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს ქვეყანაში გავლენების გაძლიერების საშუალებას აძლევს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved