• რეკლამა
  • კონტაქტი
12:31, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართუ ფონდი” იპოდრომის 80,000 მ²-ს სოსო ფხაკაძესთან დაკავშირებულ კომპანიას გადასცემს

ალია ავტორი - ალია
14:36 10-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა “ქართუ ფონდმა” იპოდრომთან თამარაშვილის ქუჩაზე არსებული 80,145 მ²-ის უძრავი ქონების გაყიდვის გარიგება ამჟამად კომპანია “ცენტრალ პარკ ავენიუსთან” გააფორმა. შესაბამისი მოთხოვნა საჯარო რეესტრში უკვე აისახა, ინფორმაციას „ბიემჯი“ ავრცელებს.

2023 წლის აგვისტოში ამ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაცია განახორციელა ყოფილი დეპუტატის, მარიკა ვერულაშვილის კომპანია “ნეო სითი დეველოპმენტმა”, თუმცა 2023 წლის 16 ოქტომბერს გარიგება შებრუნდა და ქონების მესაკუთრედ კვლავ “ქართუ ფონდი” დარეგისტრირდა. როგორც ირკვევა, აქედან ორ კვირაში ტერიტორიას ახალი მყიდველი გამოუჩნდა და საქველმოქმედო ფონდისგან დეველოპერულ პროექტს კომპანია “ცენტრალ პარკ ავენიუ” განახორციელებს.

შპს “ცენტრალ პარკ ავენიუ” 2023 წლის 22 სექტემბერს არის დაფუძნებული, კომპანიის დირექტორია ვასილ ფხაკაძე. ბიზნეს რეესტრის თანახმად, “ცენტრალ პარკ ავენიუს” მესაკუთრეა 4 სხვადასხვა კომპანია, მათ შორის 42% ეკუთვნის შპს “იდეას”, რომელიც სოსო ფხაკაძის; ლევან ფხაკაძისა და ვასილ ფხაკაძის საერთო კომპანიაა. 52% ეკუთვნის კომპანია “ნიუ არტ ინდექს”, რომელიც ბიზნესმენ ციალა დარჩიაშვილს ეკუთვნის; 45%-ის მფლობელია “მარდიელი ინვესთმენთი”, რომელიც დეველოპერულ კომპანია “მარდიელთან” არის დაკავშირებული. კომპანიის მესაკუთრე არის ზურაბ წულაია.

უცვლელია “ქართუ ფონდის” მიერ გმირთა მოედანზე 42,500 კვადრატული მეტრის “ნეო სითი დეველოპმენტზე” გაყიდვის გარიგება. მხარეებმა ხელშეკრულება რეესტრში 2023 წლის აგვისტოში დააფიქსირეს, რის შედეგადაც, ივანიშვილის “ქართუ ფონდის” მიერ დაფუძნებულმა კომპანია “კოსტავას 69”-მ ლაგუნა ვერეს და ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია გაყიდა. ამ მიწაზე ივანიშვილის კომპანია ” 52-სართულიანი ცათამბჯენების პროექტის განვითარებას გეგმავდა. ზაფხულშივე საკრებულომ აღნიშნულ პროექტზე შესაბამისი თანხმობაც გასცა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved