• რეკლამა
  • კონტაქტი
18:20, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართლის მთები რუს ოლიგარქს, რომელიც ანძებზე მიყურადების სისტემების დაყენებაშია დადანაშაულებული – ვინ დაუდგა რუსულ ფულს გარანტორად საქართველოში? – მედია

ალია ავტორი - ალია
22:43 11-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
429

ტვ პირველის ინფორმაციით, ზღვის დონიდან 2320 მეტრზე, წიფლის ტყეებით დაფარული ჯანჯამას მთა, რუსეთში გამდიდრებული კაცის საკუთრება გახდა, კერძოდ, 7 მილიონ 500 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია ქართლის მთებში, ჯამჯამას ორივე ფერდზე რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ჭუმბურიძის საკუთრება გახდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2023 წლის მაისში, ჯამჯამას მთის ტერიტორიაზე მდებარე 14 ნაკვეთი, ჯამში 5 781 055 კვადრატული მეტრი ტერიტორია, რუსული ბიზნესის ელიტის წარმომადგენლის საკუთრებად დარეგისტრირდა. 

მედიის ცნობით, გიორგი ჭუმბურიძემ ამავე პერიოდში, მთასთან მისვლამდე არსებულ, ბოლო სოფელში, კიდევ 1 768 400 კვადრატული მეტრი ტერიტორია გადაიფორმა  – სოფელ ლევიტანასა და ჯამჯამას მთაზე დაკანონებული მიწის ფართობების საერთო რაოდენობა 7 549 455 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ქართლის მთები გიორგი ჭუმბურიძემ მის ორ თანამფლობელთან ლიანა გაფრინდაშვილთან და ანა სანთელაძესთან ერთად შეიძინა, თუმცა, მედია, გამომდინარე იქედან, რომ ამ ორიდან არც ერთ თანამფლობელს არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური მდგომარეობა, გამოთქვამს ეჭვი, რომ ეს ორი პირი ფიქტიური თანამფლობელია.

რუსული მედიას წერს, რომ ის არ კონტაქტობს ჟურნალისტებთან და გააჩნია დიდი გავლენები რუსულ პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტაში. იგი პუტინის ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ოფიციალური პარტნიორია. ჭუმბურიძე რუსეთში კომპანია ვერტიკალის ერთ-ერთი მფლობელია. ვერტიკალი რუსეთის ტერიტორიაზე 3500-ზე მეტ სატელეკომუნიკაციო ანძას ფლობს, ამ ანძების საშუალებით ვრცელდება რუსეთში მობილური კავშირგაბმულობა. ჭუმბურიძის კომპანია ემსახურება რუსი ოლიგარქების ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს და რუსულ სახელმწიფო კორპორაცია “როსტელეკომის” შვილობილ ფირმასაც.

ქართლის მთების მფლობელი და კავშირგაბმულობის სფეროში, რუსული ბაზრის ერთ-ერთი მონოპოლისტი, არაერთ სკანდალშია გახვეული –  ჭუმბურიძის კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიქცა, თქვა, რომ კომპანია ვერტიკალი ანძებზე, მიყურადების სისტემებს აყენებდა, რაც მისი თქმით, დაინტერესებულ პირებს აძლევდა საშუალებას, რუსეთის მოქალაქეების პირადი საუბრებისთვის მოესმინათ.

გარდა  ჯანჯამას მთისა გიორგი ჭუმბურიძემ ქართული ოცნების წევრისგან, გიორგი ბარვენაშვილისგან 14 ათასი კვადრატული მეტრის სასტუმრო  შეიძინა. ბარვენაშვილი კალაძისა და არჩილ თალაკვაძის მეგობარია. 

ქართლის მთების ახალი მფლობელი შაბათის ეთერის ინფორმაციით, კალაძესთან პირდაპირ კავშირზეა და საქართველოში მისი მილიონების გარანტორი სწორედ თბილისის მერი იყო. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved