ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
“ქალს, წლებია უკვე პუტინის მონას და რუსეთის აგენტს ეძახიან, ფაქტობრივად ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენ და დღეს მიადგნენ, ჩვენი ლიდერი შეიწყალეო.
კი მაგრამ პუტინს თუ უნდა სააკაშვილის მოკვლა, პუტინის მონამ როგორ უნდა შეიწყალოს?”
შეგახსენებთ, დღეს აქცია გაიმართა პრეზიდენტის სასახლესთან, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვდნენ, აქციის მონაწილეები, ამ საკითხზე სასაუბროდ ზურაბიშვილთან შეხვედრასაც ითხოვდნენ, თუმცა, პრეზიდენტი მათ არ შეხვდა.
კომენტარები