“არ დავთმობთ ჩვენს ქვეყანას, არ დავთმობთ თავისუფლებას” – სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად თბილისში, რუსთაველის ძეგლიდან მსვლელობა დაიწყო. მოქალაქეები მარშით დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილს საპროტესტო შეძახილებით გაივლიან.
აქციის მონაწილეები ქალაქში ქოლგებით გადაადგილდებიან. მათი თქმით ეს არის იმის სიმბოლო, რომ ყველანი, მთელი ამ დროის განმავლობაში, ერთი ქოლგის ქვეშ იბრძოდნენ.
აქციის მონაწილეებს სინდისის პატიმრების დედებიც შეუერთდნენ. მათი განცხადებით, ქალებს, დედებს ვერავინ ვერ გააჩერებს.
კომენტარები