• რეკლამა
  • კონტაქტი
15:56, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქალბატონო ფოტიგა, საქართველოში არამკითხე მოუფროსო ძიებს და დეიდებს ვერ იტანენ…” – ლევან ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:48 01-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი, ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას განცხადებას ეხმაურება და წერს:

“ჯერ ახალი წელი მაინც მოგელოცათ ქალბატონო ფოტიგა !!!
წესით და რიგით, დღეს 2022 წლის 1 იანვარს, პოლიტიკაზე არც უნდა ილაპარაკო და არც უნდა იკითხო, მაგრამ ძალაუნებურად თვალი მაინც გამექცა ახალი ამბებისაკენ, და ჰოი, საოცრებავ თურმე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას 2021 წელი შეუჯამებია და საქართველოც არ დავიწყებია, ისე მის მშობლიური პოლონეთიც არ უნდა გამორჩენოდა, ბოლოს არც თუ ისე თბილ-ტკბილი ურთიერთობაა აქვს ევროკავშირთან. მაგრამ, როგორც ჩანს პოლონეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე ქალბატონი ფოტიგა ფიქრობს ასე თუ ისე მოგვარებადია, ან თვითონ მორიგდებიან და გაერკვევიან. აი, საქართველოს შემთხვევაში კი: „2021 საქართველოსთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. დამდეგ შობა-ახალ წელს საქართველოს გადაედგას დიდი ნაბიჯი ევროპისკენ და მოეტანოს მეტი ურთიერთგაგება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. პრეზიდენტ სააკაშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას და თავისუფლებას, ქართველ თანამდებობის პირებს კი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას, საკუთარი მოქალაქეების მიმართ“. ე.ი. ევროპარლამენტარს, სააკაშვილის თავგამოდებულ გულშემატკივარს და ლობისტ მისი თავისუფლება სურს, შესაბამისად კი ხელისუფლებას პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს (როგორც ნამდვილ მიშისტ არ მოსწონს!).

რა, საინტერესოა არა?! სააკაშვილის ბრალდებებს რა ვუყოთ ქალბატონო ფოტიგა? სასამართლო ხომ არ უნდა გადაწყვიტოს ეს ამბები (სწორედ პოლონეთის სასამართლოს შესახებ აქვთ სერიოზული დავა ევროკავშირსა და პოლონეთს, თქვენს ქვეყანას)? სტრასბურგის სასამართლო გაგებული გექნებათ, აი ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო, ჰო, და სააკაშვილის შესახებ მათ ვერდიქტს რა ვუყოთ? მოკლედ გვაბნევთ ქალბატონო ფოტიგა თუ თქვენ ბრძანდებით გაურკვევლობაში? შევეცდები მე გაგარკვიოთ: ამ ქვეყანაში, საქართველოში, დიდი ისტორიის და კულტურის ხალხი ცხოვრობს, რომელსაც შესანიშნავი მეხსიერება გააჩნიათ-უყვართ სტუმარი, რომელსაც მხოლოდ აქ მიიჩნევენ, რომ ღვთის გამოგზავნილია (სტუმარი ღვთისაა!), მაგრამ საშინლად არ უყვართ, როცა მათ საქმეებში უაზროდ და უშნოდ ერევიან, არამკითხე მოუფროსო ძიებს, დეიდებსა და უფროსს მეგობრებს ხომ საერთოდ ვერ იტანენ… და ბოლოს ამ საახალწლოდ თქვენი მოყვარე სააკაშვილი გაიხსენეთ, არც თქვენ “მტერი”საქართველოს ხელისუფლება არ დაგვიწყებიათ, ისე, საქართველოს მოსახლეობაზე, რომ გეთქვათ რამე, ურიგო არ იქნებოდა, მაგალითად „ გილოცავთ ახალ წელს!“ რა ვქნათ, ასეთი ხალხი ვართ ეს ქართველები, თან პრემიერიც ისეთი გვყავს, რომელსაც თავის უფროსად თქვენ კი არ მიაჩნიხართ, არამედ მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი!”

“პრეზიდენტ სააკაშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას და თავისუფლებას” – ანა ფოტიგა
თეგები: ლევან ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved