• რეკლამა
  • კონტაქტი
03:21, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქალბატონი სალომე განაწყენებულია მმართველ გუნდზე… ჯერ ტვ „მთავარის“ დირექტორს შეიწყალებს, შემდეგ კი „ყოვლის მშენებელი“ სააკაშვილით დაკავდება“ – ლევან მამალაძე

ალია ავტორი - ალია
20:21 11-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
300

ლევან მამალაძე სოციალურ  ქსელში წერს:

„პრეზიდენტი ზურაბიშვილი ახალ სიურპრიზებს უმზადებს საქართველოს! ყველაფერი უკავშირდება ევროკავშირის 12 პუნქტიანი დავალების შესრულებას, კონკრეტულად კი ამ პროცესიის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მოთხოვნების ზოგიერთი ფორმულირება ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს, ხელისუფლებამ მაინც მიიღო გადაწყვეტილებები, რომ ევროკავშირის მოთხოვნები შეესრულებინა. სააკაშვილის „ნობათებს“ დაჩვეული ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ევროკავშირში მომუშავე თანამდებობის პირები, ამ პროცესს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და მოთხოვნების შესრულების შუალედურ რეზოლუციას ამზადებენ. სადაც შეეცდებიან, 9 მილიონის მიმთვისებელი “პიჯაკოსანი“, ტეროტორიების რუსებზე მჩუქებელი, სტრატეგიული ობიექტების ოკუპანტებზე მიმცემი, მოძალადე „დემოსის შუქურა“ სააკაშვილი, პოლიტ-ჩაგრულად გამოაცხადონ!

ნაც-ევროპარლამენტარების პროვოკაციას, ზელენსკის ხელისუფლების წარმომადგენელთა სამხედრო ჩარევით და სანქციებით მუქარას, საქართველოს მეხუთე კოლონის ქმედებას, ახლა შეიძლება პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიურპრიზი დაემატოს! სალომე ზურაბიშვილი ახლა ევროპაში იმყოფება, ხვდება იქაურ ლიდერებს და ახალ ინსტრუქციებს იღებს. მას არ გაუჭირდება გადათქვას თავისი ნათქვამი “არ და არასდროს“ და პოლიტიკური შეწყალებების ახალი კასკადი გამოაცხოს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალებას, პირადი მოსაზრებებით და პოლიტიკური დავალებებით აკეთებდა, ეს პროცესი არასდროს არ ყოფილა დაკავშირებული სამართლიანობის აღდგენასთან.

ქალბატონი სალომე განაწყენებულია მმართველ გუნდზე, რომელმაც ვერ დააფასა მისი „უნიკალურობა“ და არ ექნება მორალური უხერხულობა განაცხადოს, რომ გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ღებულობს. მოსალოდნელი გართულების შეფასებისთვის, ჯერ ტვ „მთავარის“ დირექტორს შეიწყალებს, შემდეგ კი „ყოვლის მშენებელი“ სააკაშვილით დაკავდება.

შეიძლება ირონიით ვუყუროთ ამ პროცესს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს სუვერენიტეტზე შემოტევა გრძელდება. რუსეთს თუ რაიმე საფრთხე შეექმნა, დაბომბვის საშიშროება გვექმნება, ხოლო დასავლეთი სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო მორჩილებას გვაიძულებს! ხელისუფლებას სტრატეგია აქვს შესაცვლელი, „დასავლელ“ ჩინოვნიკებთან და ლიდერებთან, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებების ფორმირებაში არიან ჩართული, უშუალო მუშაობაა გააქტიუროს, რომ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა საქართველოს მიმართ სამართლიანი და პარტნიორული ურთიერთობა ჩამოაყალიბოს!“

თეგები: ლევან მამალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved