რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმას ლვოვში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 8 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.ინფორმაციას ლვოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს.
მაქსიმ კოზიცკი იტყობინება, რომ ქალაქს ოთხი რაკეტა დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე მიმდინარეობს.
კომენტარები