ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი:
“აბა, დილა მშვიდობისა მეგობრებო! ვეღარსად იმალებიან ორკები! ზაპოროჟიეში ენერგოდარის ატომურ ელექტროსადგურს ამოფარებული ბაზა ჰქონდათ მოწყობილი, თავის მძიმე ტექნიკით, სარაკეტო მარაგებით და ცოცხალი ძალით! ჰოი საოცრებავ, ჰაიმარსი, გოუმარსი და ჰოუმ არსი არ დააცხრა იქვე ქორივით! ფაფუ ორკების ბაზა!
ხერსონში ხო საერთოდ! სკადოვკაშიც ჰქონდათ რაცხა თავის ჭკუით გადამალული! რა მშვენიერია, რა მშვენიერია, როცა გიზგიზების ურდოსტანის სარაკეტო მარაგებიც და სამეთვალყურეო-სახელმძღვანელო პუნქტიც!
ანტონოვის ხიდს ისეთი სიზუსტით და სიმჭიდროვის მოხვედრები აქვს, აღარც ხიდს ჰყამს პატრონი დედა და აღარც ხერსონში ურდოს საოკუპაციო ძალას!
აი მე იმ მსოფლიოში სიძლიერით მეორე არმიას რა ვუთხარი (ვიკავებ თავს) პაწაწინა ბახმუტს რომ უტევს, თან ვერ უტევს (2 დასახლებული პუნქტი იქით დაკარგეს გაგანია შეტევაში), მითამ ახლა სივერსკზე მასშტაბურ იერიშს ახორციელებს, სლავიანსკზე და კრამატორსკზე ვეღარც კი ოცნებობს და ამ დროს მისი ცხენთავა პერველი დიპლამანტი კოქსიკა ლავროვი იძახის, ვაფართოვებთ “სპეცოპერაციის არეალს ე.წ. დნრ და ლნრ-ს მიღმაო” ასკაცუმეს კაცოო, სინდის ნამუს რო ჩუნეს ვიცით, პუტლერი რომ სულ დაიკრუნჩხა და გაფარჩაკდა თეჰრანში, ეგეც გავიგეთ, ისიც ვიცით, რომ გაუმარსებმა და ერქუს ბარევმარსებმა (2-ჯერ ჰაიმერსებმა – მრს 270) ჟ….პა აგიხურათ მთელს საპუილოეთს, მარა სერჟიკ ჯან, ცოტა “სკრომნათა” სთქვი კაცო, ყველა დაგცინის! ვაახ!
ენდე როგორი მოკრძალებულია აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში გადადის და ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალიახმევა, რომ პუილომ უკრაინას, ანუ ჩვენ ვერ გვაჯობოსო!
გაერთიანებული შტაბების მეთაურმა მარკ მილიმაც დონბასი დაკარგული არაა და ბრძოლა გრძელდებაო!
აშშ-ს კონგრესის წინაშე უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას გამოსვლამ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა! ვერც წარმოვიდგენდი, რომ იარაღის სათხოვნელად ჩამოვიდოდი, მაგრამ მეც დედა ვარ, შვილი და მეუღლე და მინდა, რომ უკრაინელი ბავშვები აღარ ტიროდნენ და მითუმეტეს აღარ იღუპებოდნენ, მოგვეცით ჰაერსაწინააღმდეგო თავდცვა და ძლიერი იარაღიო!
სუპერ ბოჯომ, ასტა ლა ვისტა ბეიბეო, მაგრამ იყავით ამერიკელებთან ახლოს (ნუ ომი უნდა აშკარად), ბოლომდე დაუჭირეთ მხარი უკრაინას და დაიცავით ყველგან დემოკრატიაო! სხვისი არ ვიცი და ბორის ჯონსონი ჩემი პრემიერია!
თავად ბრიტანელი 150 ათასი კონსერვატორი ფოსტით აირჩევს ექს ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი ურჩევნია თუ საგარეო მდივანი ლიზ თრასი (ფინალში გასვლის შემდეგ ჩემი ფავორიტი ლიზის შანსები საგრძნობლად გაიზარდა)!
ამერიკელები, ბრიტანელები და ევროკავშირის ქვეყნები ირწმუნებიან, რომ უკრაინა გაიმარჯვებს!
მე მათი მჯერა! ვისაც არ სჯერა, დაუჯეროს პუილოს და კოკა-კოლას მაგივრად ივან-ჩაი დალიოს, უფრო სასარგებლოაო ეს ავადმყოფი იძახის! აი ჰააგაში წლის ბოლოს რო დაიწყება პირველი სასამართლოები, მერე მიეძალოს ივან-ჩაის!
უკრაინა გაიმარჯვებს-საქართველო გაიმარჯვებს-სიკეთე ბოროტებაზე გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!
გაუმარჯოს საქართველოს!”
კომენტარები