Generall SVR ტელეგრამზე არხის ინფორმაციით, 29 აგვისტოს პუტინმა 4 ოპერატიული შეხვედრა გამართა სამხედრო ხელმძღვანელობასთან. შეხვედრის თემა იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის ხერსონის რეგიონში.
არხის ცნობით პუტინი ФСБ-სა და სამხედროების ანგარიშებმა გააბრაზა, ააღელვა და სამუშაო დღის ბოლოს მასთან ექიმების ჯგუფიც გამოიძახეს.
“გვიან საღამოს პუტინთან ექიმები გამოიძახეს, მათ პრეზიდენტთან დაახლოებით ოცი წუთი გაატარეს. პრეზიდენტის გარემოცვამ შეამჩნია, რომ ბოლო დროს პუტინი ნერვიულობს“, – წერს არხი.
კომენტარები