სოციალურ ქსელში უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების ახალი ვიდეო მიმართვები გავრცელდა. ჯარისკაცები პუტინს ამხელენ და ყვებიან, როგორ წაიყვანეს ომში მოტყუებით წვევამდელები. ერთ-ერთი წვევამდელი მოუწოდებს რუს ახალგაზრდებს არ მოაწერონ ხელი დოკუმენტებს და არ წავიდნენ უკრაინაში.
ეს ალბათ ჩემი ვიდეო მიმართვაა, სანამ თავისუფალი წუთი მაქვს ვწერ ამ მიმართვას, პუტინმა სასიკვდილოდ გამოგვიშვა და გაგვწირა, ახალწვეულები გამოგვიშვა, ახლა ტყვეობაში ვართ, დადექით აქციაზე, კლავენ ბავშვებს”, – ამბობს რუსი წვევამდელი.
მე დამასაქმეს მოსკოვში რუსეთის ფედერაციაში,კერძო დაცვის სამსახურში. კერძო დაცვის სააგენტოს საშუალებით ხდება შენიღბვა ვითომ იქ იწყებ მუშაობას, რეალურად კი ომში მიჰყავთ ხალხი არ დაუჯეროთ. 2 კამაზით ჩამოვიტანეთ საბრძოლო მასალები, არ წახვიდეთ კერძო დაცვის სამსახურში სამუშაოდ. აქ კვდებიან”, – ამბობს ვიდეო მიმართვაში რუსი ჯარისკაცი.
კომენტარები