რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12 საათიდან 7 იანვრის 00:00 საათამდე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდეს, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“საშობაო ზავის” გამოცხადების მოწოდებით დღეს რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა, თუმცა, მან უკრაინა არ ახსენა და ზავისკენ მოუწოდა შიდა კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, როგორც ჩანს, რუსეთის პატრიარქი, რუსეთ–უკრაინის ომს “შიდა კონფლიქტად” მოიხსენების.
კომენტარები