რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტურიზმის ფედერალური სააგენტო, „როსტურიზმი“ გააუქმა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
აუქმებული უწყების ფუნქციები რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. ამ დარგის კურატორი მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იქნება.
პუტინის ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება ტურიზმის სფეროში სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესება და ინდუსტრიის ეფექტიანობის ამაღლება.
„როსტურიზმი“ პუტინის განკარგულებით 2004 წელს შეიქმნა.
კომენტარები