• რეკლამა
  • კონტაქტი
04:06, შაბათი, 31 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუტინმა ომი ბაიდენის ნებართვით დაიწყო” – მაქსიმ შევჩენკო

ალია ავტორი - ალია
15:06 03-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

რუსულ ყოველკვირეულ გამოცემა „სტოლიცაში“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ ჟურნალისტ მაქსიმ შევჩენკოსთან სათაურით „პუტინმა ომი ბაიდენის ნებართვით დაიწყო! ომი გარდაუვალი იყო!“, სადაც რუსი ჟურნალისტი ამბობს:

“ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინი ცდილობდა ვლადიმერ ზელენსკისა და დასაველეთის ლიდერებს მოლაპარაკებოდა, მან გაგზავნა კიდეც თხოვნა, რომ ნატო მეტად არ გაფართოებულიყო და უკრაინა წევრად არ მიეღოთ, მაგრამ დასავლეთმა თხოვნა უარყო. საბოლოო ჯამში, ომი დაიწყო. მე ამის თაობაზე საზოგადოებას ადრეც ვაფრთხილებდი. ვლადიმერ პუტინს რომ ომი არ დაეწყო, მასაც და რუსეთის ფედერაციასაც წირვა გამოუვიდოდა, მათი დასასრული დადგებოდა. სამწუხაროდ, ეს იყო ერთადერთი ცუდი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.

ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის არმიის მთავარსარდალია და საკუთარ განცხადებაზე თვითონ არის პასუხისმგებელი… ვისთან რით გაიმარჯვებს? თავის ტელეგამოცდილებით? დიახ, მას მხიარული გადაცემა ჰქონდა „95-ე კვარტალი“… პოპულარობა მოიპოვა და მას უკრაინელების 90%-მა მისცა. ეს იყო მხარდაჭერა მშვიდობის დაცვის მიზნით, მან კი თავისი პოლიტიკით უკრაინელი ხალხი ომამდე მიიყვანა. მას რომ ოლიგარქების იგორ კოლომოისკისათვის და რინატ ახმეტოვისთვის არ ესმინა, მათგან ფული არ აეღო და მხოლოდ უკრაინელი ხალხის ნებას დაყრდნობოდა, მოლაპარაკება რომ დაეწყო დონბასელებთან და მინსკის შეთანხმების პირობები შეესრულებინა, საქმე ომამდე არ მივიდოდა და ამდენ ნგრევას და მსხვერპლს თავიდან აიცილებდა.

ყველა მსახიობი რონალდ რეიგანის დონის პოლიტიკოსი ვერ გახდება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ვლადიმერ ზელენსკი ტალანტური ადამიანია: მის „95-ე კვარტალს ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებდი, მაგრამ ხალხის რეალურ ლიდერად და ხალხის მსახურად ყოფნა სრულიად სხვაა. აშკარად ჩანს, რომ პრეზიდენტი დიდ პასუხისმგებლობას თავი ვერ გაართვა. თუმცა თქვენ ნუ იდარდებთ, მას ყველაფერი კარგად ექნება: როგორც ამბობენ, პრეზიდენტს საზღვარგარეთის ბანკებში საკმაოდ მსხვილთანხიანი ანგარიშები აქვს, თანაც ომის ყოველი დღე მას სულ უფრო მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად აქცევს…

არც სამხედრო პროპაგანდისა არ მჯერა. უკრაინას კარგად ვიცნობ და ვფიქრობ, რომ ქვეყნის სამხრეთისა და აღმოსავლეთის ოლქების მოსახლეობისაგან, მაგალითად, ხერსონში, ოდესაში, ზაპოროჟიეში მაინცდამაინც დიდი წინააღმდეგობა არ იქნება. მე მგონი უფრო მეტად ბრძოლები იქნება კიევის მისადგომებთან…

საქმე იმაშია, რომ ვლადიმერ პუტინმა ომი ჯო ბაიდენის სანქციით, მისი ნებართვით დაიწყო. ამას მხოლოდ ბრმა ვერ ხედავს. ევროპელებისათვის ეს ომი დიდი პრობლემას წარმოადგენს და ევროკავშირსაც თავისი ბრალი მიუძღვის – ნორმანდიის პროცესში ევროპამ უნებისყოფობა აჩვენა. ჯო ბაიდენს ეს ომი ძალიან აწყობს: მან უკვე საკუთარი პოპულარობის მიზნით უკვე განაცხადა, რომ ამერიკა [თავის შვილებს] საომრად უკვე არსად აღარ გაგზავნის. სიტუაციით კი სარგებლობს ჩინეთი, რომელიც ტაივანის დასაკავებლად ემზადება… ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მსოფლიო ომი იწყება, თუმცა მის შედეგებზე არავინ ფიქრობს.

ვფიქრობ, ომისგან გამოწვეული პრობლემების გასანეიტრალებლად ხელისუფლება მეტ-ნაკლებად მოემზადა. არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ დასავლეთი რუსეთთან სრულ გაუცხოებას მოახდენს – იმიტომ, რომ ჩვენთან კავშირების სრული გაწყვეტა მათთვისაც ძალიან საზიანოა. დროებითი პრობლემები, რასაკვირველია, იქნება. ვლადიმერ პუტინი ძლიერი ლიდერია, მას აქვს სიტუაციის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ხედვა, მაგრამ იმავდროულად მას გარს ახვევია ბანდა, რომლის წევრები სასახლეებს იშენებენ… ვფიქრობ, იგი წმენდას განახორციელებს, სხვაგვარად რუსეთს პერსპექტივა არ აქვს.

– არმია მთლიანად არის მოდერნიზებული, მან ჩეჩნეთში და სირიაში საბრძოლო გამოცდილება მიიღო. გათვალისწინებულია საქართველოსთან ომში დაშვებული შეცდომებიც… მაგრამ ომში ყველაფრის პროგნოზს ვერ გააკეთებ. ხომ ხედავთ, რა ხდება ქვეყნის შიგნით: ხელისუფლებაში არსებული ბანდიტების ბირთვი ხალხს აწამებს. რა გველოდება სამომავლოდ? ვერ გეტყვით. ნუთუ მთელი ეს ხროვა, რომელიც ქვეყნის კისერზე ზის, ვლადიმერ პუტინს კვლავ ტაშის ცემით შეხვდება და ისე იფიქრებს, რომ მთელი მსოფლიოსთვის სიკეთე მოაქვს?

წყარო – gtmedia.ge

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved