• რეკლამა
  • კონტაქტი
01:12, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუტინმა აღიარა, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები აღარ აინტერესებს

ალია ავტორი - ალია
12:07 12-28-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
230

რუსმა გენერლებმა ვლადიმერ პუტინს თითქოსდა მირნოგრადისა და გულაიპოლის სრული დაკავების შესახებ მოახსენეს. სიხარულისგან, რუსმა დიქტატორმა განაცხადა, რომ ფრონტზე არსებული ვითარების ფონზე, რუსეთისთვის, ფაქტობრივად, აღარ არის საჭირო რაიმე მშვიდობიანი მოლაპარაკებები.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის საიტი იუწყება, პუტინი ეწვია გაერთიანებული ჯარის დაჯგუფებების მართვის პუნქტს, სადაც რუსული არმიის სარდლებმა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ანგარიში ჩააბარეს.

ამგვარად, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა და მისმა დაქვემდებარებულმა გენერლებმა განაცხადეს, თითქოს რუსეთის სამხედროებმა ყველა მიმართულებით „წარმატებით წინ წაიწიეს“ და „გაათავისუფლეს“ რიგი დასახლებული პუნქტები სუმის, ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. კერძოდ, ითქვა, თითქოს რუსულმა ჯარებმა სრულად დაიკავეს მირნოგრადი და გულაიპოლი, ასევე გრძელდება კონსტანტინოვკის „გაწმენდა“.

ასეთი მოხსენებები უსაზღვროდ გაახარა რუსი დიქტატორი. პუტინის განცხადებით, მირნოგრადისა და გულაიპოლის „განთავისუფლება“ არის „მნიშვნელოვანი შედეგი“, რომელიც ქმნის შესაძლებლობას, სრულად ოკუპირდეს დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქები.

„კიევის რეჟიმის მეთაურებს არ ეჩქარებათ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა. მაგრამ დღეს, თქვენს მოხსენებებზე და იმ ტემპებზე დაყრდნობით, რასაც ჩვენ ვაკვირდებით საბრძოლო შეხების ხაზზე, ჩვენი დაინტერესება უკრაინული სამხედრო ფორმირებების იმ ტერიტორიებიდან გაყვანით, რომლებსაც ისინი ჯერჯერობით იკავებენ, ფაქტობრივად ნულისკენ იკლებს. და თუ კიევის ხელისუფლებას არ სურს, საქმე მშვიდობიანად დაასრულოს, ჩვენ ყველა დასახულ ამოცანას შევასრულებთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში – სამხედრო გზით,“ – განაცხადა პუტინმა, რითაც, ფაქტობრივად, სრულად აღიარა, რომ მშიდობიანი მოლაპარაკებებით დაინტერესებული სრულებით არ არის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved