ფოტო – ტვ პირველი
“ტვ პირველის” ინფორმაციით, თბილისის სამთავრობო კვარტალში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ოფისის შესასვლელთან ტერიტორიაზე, რუსულნომრიანი ავტომობილები დააფიქსირეს.
ერთ-ერთი ავტომობილის სანომრე ნიშანზე აღნიშნულია – რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური, მეორეს კი აწერია ფედერალური უსაფრთხოების სამსახური.
ამერიკული “კადილაკი” თბილისსის ქუჩებში სამი დღის განმავლობაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოძრაობდა. მას შემდეგ, რაც ადგილზე კამერა დაინახეს, ავტომობილები სამთავრობო კვარტალიდან გაქრა.
კომენტარები