• რეკლამა
  • კონტაქტი
20:21, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუტინის “უკაზი” ხომ არ გესიამოვნებოდათ, რუსეთუმეებო?” – ნაზიბროლა რეხვიაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:21 02-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,587

ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:

პუტინის მიერ 2025 წლის ნოემბერში მიღებული “უკაზი” ხომ არ გესიამოვნებოდათ, რუსეთუმეებო?
მოკლედ აგიხსნით:
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც არიან ქმედუნარიანი მამაკაცები 18-დან 65 წლამდე, უფლება აქვთ მიმართონ რუსეთის ფედერაციას მოქალაქეობის მიღების განცხადებით, რუსეთის ფედერაციის 2023 წლის 28 აპრილის №138-ФЗ „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ“ ფედერალური კანონის 15-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 16-ე მუხლის მე-2 ნაწილის 3-5 პუნქტების ან 7-ე ნაწილის შესაბამისად, იმ პირობით, რომ მოქალაქეობის მიღების განაცხადთან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგენენ ერთ-ერთ შემდეგ დოკუმენტს:
ა) ამონაწერი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებიდან ან რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამხედრო-სამაშველო ფორმირებებიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებიდან, თუ გათავისუფლება მოხდა 2022 წლის 24 თებერვლამდე, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ 1998 წლის 28 მარტის №53-ФЗ ფედერალური კანონის 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით;
ბ) საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღების პუნქტისა და სამხედრო კომისარიატის ერთობლივი კომისიის გადაწყვეტილება, ან სამხედრო ნაწილის ატესტაციის კომისიის სხდომის ოქმიდან ამონაწერი, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებისას სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად იქნა ცნობილი.
3. ამ დებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეებზე.
ანუ ამჯერად მხოლოდ იმათ ეხება, ვინც უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება და მაგათაც რომ დედა მოეხვნებათ რუსეთის მიერ დაწყებულ დამპყრობლურ ომებში, მერე ომით თუ უომრად დაპყრობილი ტერიტორიების მოსახლეობას გაირეკავს სასაკლაოებზე.
და რატომ დაიჯერეთ, რომ მშვიდობას რუსეთთან ჩოქბჯენში დგომა მოგიტანთ?
ან ვის დაუჯერეთ, მაგ დასანქცირებულ პროპაგანდისტებს?
და გეკითხათ, რატომ იბადებიან მათი შვილები დასავლეთში, ან რატომ არ ირჩევენ რუსეთს მათი განათლებისა და უზრუნველ-უსაფრთხო ცხოვრებისთვის?
ასე რთულია აზროვნება?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved