• რეკლამა
  • კონტაქტი
05:31, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუტინის ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი, მაგრამ პუტინის ომი არის NATO-ს გაფართოების მიზეზი” – ოსტინი

ალია ავტორი - ალია
21:28 07-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
129

“პუტინის ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი, მაგრამ პუტინის ომი არის NATO-ს გაფართოების მიზეზი,” – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ვაშინგტონში NATO-ს სამიტის ფარგლებში განაცხადა. 

“პუტინის იმპერიული შეჭრის შემდეგ უკრაინაში, ჩვენ გავაძლიერეთ NATO-ს თავდაცვა მეტი ჯარით მაღალი მზადყოფნით, უფრო დიდი წვრთნებით, გაძლიერებული სიფხიზლითა და მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფებით, რვა ქვეყანაში. და NATO ახლა უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე და ჩვენმა ახალმა წევრებმა, ფინეთმა და შვედეთმა, გაზარდეს ალიანსის წევრების რაოდენობა 32-მდე. და არ შეცდეთ: პუტინის ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი, მაგრამ პუტინის ომი არის NATO-ს გაფართოების მიზეზი,” – განაცხადა ოსტინმა. 

ოსტინის თქმით, ალიანსმა 2014 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი ზრდა ბოლო თაობის დროს განახორციელა. მანვე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს, უშუალოდ ჩაერთოს პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში, მაგრამ “უკრაინის გვერდით დადგება მისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში”.

“ჩვენ დავიცავთ NATO-ს თითოეულ სანტიმეტრს და გავაგრძელებთ NATO-ს კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების გაძლიერებას,” – თქვა ოსტინმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა NATO-ს გლობალურ პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გაგრძელების მნიშვნელობა, განსაკუთრებით ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.

“ვიცი, რომ ჩვენ ყველანი შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის მხარდაჭერით პუტინის უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაგრამ ეს მხოლოდ გვახსენებს ღრმა კავშირს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას შორის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. და ეს სიგნალს უგზავნის მსოფლიოს, რომ ჩვენ ერთიანნი ვართ ჩვენს ღირებულებებში,” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში, ვაშინგტონში, NATO-ს სამიტის 75-ე საიუბილეო სამიტი იმართება, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved