• რეკლამა
  • კონტაქტი
01:33, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუტინის მარცხი, ჩვენი პროპაგანდისტური ნარატივი თუ ობიექტური რეალობა? – გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
23:42 06-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
509
საქარველოს თავდაცვის ძალების  თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
პუტინის მარცხი, ჩვენი პროპაგანდისტური ნარატივი თუ ობიექტური რეალობა?
იმისთვის რომ ავხსნა, რატომ ვთლი რომ 2022 წლის თებერვალში დაწყებულ ომში პუტინი დამარცხდა, ცოტა შორიდან უნდა დავიწყო. რუსეთის იმპერია არ არის ეროვნული წარმონაქმნი და მიუხედავად იმისა, რომ რუსული შოვინიზმით იკვებება და ჭარბობს ეთნიკურად რუსად თვითიდენტიფიცერუბული მოსახლეობა, ის მაინც იდეის ირგვლივ კონსოლიდირებული სახელმწიფოა. პირველი იმპერია იყო რომანოვების გერმანულ-რომაული იმპერია, რომელიც ოქროს ურდოს ევროპულ მოდერნიზაციის შედეგად წარმოიშვა და გაძლიერდა, მისი დაცემა სახელმწიფო მოწყობის ყაზარმული პრინციპების ლიბერალიზაციამ გამოიწვია. მეორე იმპერია სტალინის სოციალისტური იმპერია იყო, რომელიც იმ ეპოქაში პოპულარულ სოციალიზმის უტოპიურ იდეოლოგიაზე იდგა და მის სიძლიერეს სახელმწიფოს (მათ შორის ეკონომიკის, განათლების, სოფლის მეურნეობის, კულტურული ურთიერთობებისაც კი) სამხედრო რელსებზე გადასვლას და ომის რეჟიმში ფუნქციერება წარმოადგენდა. მშვიდობიანობის პირობებშიც კი. მეორე იმპერიის დაცემა სამხედრო რეჟიმიდან მშვიდობიან რელსებზე გადასვლამ გამოიწვია.
კონსოლიდირებული პოლიტიკური ძალაუფლების, ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე უპირობო კონტროლის და უზარმაზარი თავისუფალი ფინანსური რესურსის არსებობის პირობებში პუტინს გაუჩნდა შანსი და ცდუნება მეორე იმპერიის ნარჩენებზე შეექმნა მესამე იმპერია, რომელიც პირველი და მეორე იმპერიის ნაზავი იქნებოდა, სახელმწიფო-ყაზარმა ოღონდ წოდებრივ-მონარქიული მოწყობის და სოციალიზმის გარეშე. სვარაუდოდ, მართველის არჩევის ბიზანტიური მოდელით, უვადო იმპერატორი სახალხო და რელიგიური ლეგიტიმაციით და მემკვიდრის დასახელების ( დატოვების) უფლებით.
საინტერესო პარალელებია სტალინს და პუტინს შორის.
სტალინმა კარგად იცოდა, რომ მისი იმპერიის არსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა გარანტირებული თუ უშუალოდ სამეზობლოში, ევროპასა და აზიაში კონკურენტებს გაანადგურებდა. ამიტომ, ორ ხუთწლედში, მან მთელი რესურსი ევროპის დაბყრობისათვის საჭირო საბრძოლო კომპონენტის შექმნას მოახმარა. 1941 წლის გაზაფხულზე მას უკვე ჰქონდა ( ყავდა) 28 ათასი ტანკი ( გერმანელებს 4200) და 24 ათასი საბრძოლო თვითმფრინავი ( გერმანიას 3400 ). იმავე წლის ივნისს-ივლისში მას უნდა დაეწყო ევროპის დაბყრობის ( განთავისუფლების) ოპერაცია, რაც მისი მსოფლიო ბრძანებლობით და უძლიერესი იმპერიის ჩამოყალიბებით უნდა დასრულებულიყო. მიზეზთა გამო, გერმანელებმა მოახერხეს სტალინის მსოფლიო ბატონობის სამხედრო ინსტრუმენტის განადგურება და სტალინის მსოფლიო იმპერიის შექმნის ოცნება დასრულდა, სტალინმა მარცხი განიცადა, რასაც მოყვა მისი იმპერიის ჯერ დასუსტება, შემდეგ დაშლა.
სავარაუდოდ, პუტინის იმპერიული ამბიციის აღსრულება არ იყო ავანტიურა და მას ლოგიკური, კარგად გათვლილი გეგმაც ჰქონდა და საჭირო შესაძლებლობებით უზრუნველყოფილი ჯარიც ამ გეგმის განსახორციელებლად. უკრაინის დაკავების შემდეგ, დომინოს პრინციპით ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ბალტიისპირეთის გარდა, ერთმანეთის მიყოლებით შევიდოდა მოდერნიზებულ თუ ახალ იმპერიაში. უკრაინაზე შეტევის წინ, რუსეთს ჰქონდა ყველა წინა პირობა წარმატების იმედი ჰქონოდა. სტალინისგან განსხვავებით, პუტინს იმპერიის აღსადგენი ჯარი კი არ გაუნადგურდა, არამედ პუტინს უფრო კატასტროფული რამ დაემართა. პირველივე პრობლემას, იმპერიის შექმნის გზაზე, უკრაინას გასაღები ვერ უპოვა, ვერ დაძლია. უკრაინის დაკავების გარეშე, ახალი იმპერია ვერ შედგებოდა. პუტინმა ზუსტად იცის, რომ მან ბრძოლა იმპერიისთვის წააგო, აწი აზრი აღარ აქვს, სნგ-ს შეინარჩუნებს თუ არა, ისევ გაძლიერდება თუ ვერა, დაინარჩუნებს დონბას და ლუგანსკს თუ არა, მან მთავარი, დიდი, მნიშვნელოვანი, გრანდიოზული საქმე უნიჭოდ ჩააფლავა და იმპერატორად ვერ შედგა. ის რაც ახლა ხდება რუსეთის ირგვლივ, მათ შორის ომი უკრაინაში, მხოლოდ ინერციაა, საკუთარი სიცოცხლის და ძალაუფლების შესანარჩუნებლად საჭირო ღონისძიებები. ამიტომ, მტკიცება იმისა, რომ პუტინი დამარცხდა, არის ობიექტური რეალობა. იმპერიისთვის ბრძოლაში, უკრაინელებმა პუტინს სასიკვდილო დარტყმა მიაყენეს და გეგმა ჩაუშალეს. ახლა უკრაინელებს უკვე სხვა ომი და ბრძოლები აქვთ მოსაგებია, ბანალური ომი ტერიტორიებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის და მრავალწლიანი მშვიდობის დამყარებისთვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved