• რეკლამა
  • კონტაქტი
08:35, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუტინი უკვე გამოუვალ მდგომარეობაშია – ტრამპმა მოიგო ყველა დიპლომატიურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური ბრძოლა, რომლებშიც მას ფიასკოს უწინასწარმეტყველებდნენ” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
21:30 07-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
655
მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან პრეზიდენტმა ტრამპმა ამ ეტაპისათვის მოიგო აბსოლუტურად ყველა დიპლომატიურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური ბრძოლა, რომლებშიც მას სამარცხვინო მარცხსა და ფიასკოს უწინასწარმეტყველებდნენ. მასთან ერთად ცხადია მოიგო ამერიკამ და ამერიკის ნამდვილმა მოკავშირეებმაც.
  1. უკრაინა/რუსეთი – ევროპაში ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი დარწმუნდა, რომ ევროპელ მოკავშირეებს 50 დღეზე გაცილებით ნაკლები სჭირდებათ რუსეთთან დაუზიანებლად „ჩახსნისათვის“ და ამიტომ რუსეთის პრეზიდენტს ვადა 12 დღემდე შეუმცირა. პუტინი უკვე გამოუვალ მდგომარეობაშია. რომ დაეთანხმოს ტრამპის გეგმას და საომარი მოქმედებები შეაჩეროს, გამოვა რომ უპირობოდ აღიარებს ამერიკას ჰეგემონად. რომ არ დაეთანხმოს, კიდევ უფრო გააცოფებს ტრამპს, რასაც სასტიკი ეკონომიკური ბლოკადა და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გაზრდა მოჰყვება. პუტინმა შეუქცევადად დაკარგა ის ხანმოკლე „ფანჯარა“ პერიოდი, როდესაც ტრამპი მას მაქსიმალურად პატივსაცემ პირობებს სთავაზობდა. ასე რომ, უახლოეს პერიოდში რუსეთის არნახულ მიჭირხვნას ვიხილავთ ყველა ფრონტზე.
  2. ევროკავშირი – ევროკავშირმა გააცნობიერა, რომ არ შეუძლია რუსეთ-ჩინეთის სამხედრო გამოწვევებისაგან დამოუკიდებელი თავდაცვა და ტრამპის ტარიფებზე დათანხმებით ისევ „დაიქირავა“ ამერიკული ჯარი საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად. აბსოლუტურად სამართლიანი გარიგებაა. ჯარის დაქირავება ყოველთვის, ყველა ეპოქაში ძვირი სიამოვნება იყო, თორემ აბა ისე რა რჯიდა დავით აღმაშენებელს, ყივჩაღები რომ ჩამოასახლა. ევროპას „ყივჩაღები“ საკმარისად ჰყავს, მაგრამ მათ სამხედრო სამსახურში არ ამწესებენ; შესაბამისად, მოუწევთ ამერიკელებისათვის ჯარის ქირის გადახდა. პარალელურად, ევროკავშირს ასევე მოუწევს ამერიკული იარაღის შესყიდვა სატარიფო ფასებით და მისი გადაცემა უკრაინელებისათვის. ესეც აბსოლუტურად სამართლიანია. მსოფლიოს მეორე ეკონომიკას, ანუ გაერთიანებულ ევროკავშირს ფინანსურ შეღავათებს არავინ გაუწევს.
  3. დიდი ბრიტანეთი – ბრიტანელები ახლა დააფასებენ ბრექსიტს განსაკუთრებულად, რადგან დიდი ალბათობით ამერიკა მათ ევროკავშირისგან განსხვავებულ, უფრო შეღავათიან ტარიფებს დაუწესებს. ცხადია, პრემიერი სტარმერი თუ რაღაც ექსტრაორდინალურ სისულელეს არ ჩაიდენს, რაც ნაკლებ მოსალოდნელია.
  4. ამერიკა – ამერიკა მიიღებს ტრილიონობით დოლარს ტრამპის წყალობით, რაც დაეხმარება უაღრესად ხანმოკლე ვადებში დაიბრუნოს მსოფლიო სამხედრო ჰეგემონია, რაც თავისთავად მსოფლიოში მშვიდობის მთავარი გარანტიაა.
ახლა ერთადერთი ფრონტი, სადაც ტრამპის ოპოზიციას რაღაც წარმატების იმედი შეიძლება ჰქონდეს, მორალურ-ეთიკური ფრონტია; შესაბამისად, აწი ძირითად პრეტენზიებს ეპშტეინის ფაილებთან დაკავშირებით ვიხილავთ. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება უაღრესად წარმატებულ სამხედრო-ეკონომიკურ-პოლიტიკურ სიტუაციაში ეთიკაზე აპელირება, ამის საწინასწარმეტყველოდ უნდა გავიხსენოთ რუზველტის, კენედის, კლინტონის და ა.შ. ეთიკური დევიაციები და პასუხიც გვეცოდინება.
დაველოდოთ …

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved