• რეკლამა
  • კონტაქტი
15:19, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუტინი მკვლელია”, “რუსეთი ოკუპანტია”- ჟენევაში ბაიდენი-პუტინის შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების აქციის ფონზე

ალია ავტორი - ალია
18:12 06-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

მსოფლიო მედიის ყურადღები ცენტრში ახლა ჟენევაა, სადაც ვლადიმერ პუტინის და ჯო ბაიდენის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყების დროს იყო მოკლე კომენტარები, მთავარი გზავნილები, რომლებიც მხარეებმა მედიის თანდასწრებით გააჟღერეს. მისალმება დაიწყო პუტინმა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ბევრი საკითხია, რომელსაც მაღალ დონეზე განხილვა სჭირდება.

რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა  ნაყოფიერი იქნება. ამერიკის პრეზიდენტმა კი ხაზი გაუსვა, რომ არსებობს უთანხმოება რიგ თემებზე და საჭიროა რაციონალური და პროგნოზირებადი ურთიერთობა.

შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმიდნარეობს, ჟენევის ცენტრში ქართველები და უკრაინელები ერთად შეიკრიბნენ, ისინი რუსეთის აგრესიას, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და უკრაინის ტერიტორიების ანექსიას აპროტესტებენ.

“ვაპროტესტებთ საქართველოს ოკუპაციას რუსეთის მიერ და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გატაცებას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ. სადაც არ უნდა წავიდნენ, ყველგან გავყვებით და ყველას შევახსენებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და პუტინი მკვლელია,”- აღნიშნავს აქციის ორგანიზატორი გურამ ჩუხრუკიძე.

“რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და წამებაზე. მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება, რომ ყველამ დაუჭიროს მხარი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,”- ამბობს აქციის მონაწილე რეზი ტყემალაძე.

“უკრაინელი და ქართველი ხალხი აქ ერთად ვდგავართ, რომ კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, ჩვენი ქვეყნები რუსეთის აგრესიის მსხვერპლნი არიან. გვინდა შევახსენოთ მსოფლიოს, რომ დონბასი და ყირიმი უკრაინაა. ჩვენ ვიცავთ ევროპის აღმოსავლეთ საზღვრებს რუსეთის ავტორიტარული რეჟიმისგან და კრემლის აგრესიისგან. ჩვენ დახმარება გვჭირდება რუსეთის შესაკავებლად,”- აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე ოლენა ვინოგრადოვა.

წყარო – რუსთავი2

თეგები: ბაიდენიპუტინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved