• რეკლამა
  • კონტაქტი
00:54, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუტინი, ივანიშვილი, პონტა და შარვაშიძე – მითვისებული ნაშრომები, პლაგიატი და პროფესიული თვითმკვლელობა

ალია ავტორი - ალია
17:11 01-23-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს სადოქტორო დისერტაციის პლაგიატი დაუდგინდა.

გაირკვა რომ 140 გვერდიანი დისერტაციიდან, მას 40 გვერდი სიტყვა-სიტყვით გადაწერილი ჰქონდა. 

პლაგიატი – ეს არის შემოქმედების, იდეებისა, ნაშრომებისა თუ გამოგონებების გააზრებული მითვისება, რაც ცივილიზებულ სამყაროში პროფესიულ სიკვდილს ნიშნავს.

კერძოდ: “თავისუფლების მონიტორმა მოიძია დოკუმენტები, რომლებიც ექსპერტების შეფასებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს პლაგიატში ამხელს. 

მისი დისერტაციის თემა იყო: „სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“. 


“თავისუფლების მონიტორის” ინფორმაციით, დისერტაცია გიორგი შარვაშიძემ 2003 წელს დაიცვა და 40 გვერდი, 2002 წელს, ღია საზოგადოების მხარდაჭერით გამოცემული დოკუმენტიდან: “საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებები” გადაიწერა.

არის შემთხვევები, როდესაც პლაგიატს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები მიმართავენ, თუმცა, იქ, სადაც მაღალი განათლების დონე და დემოკრატიაა, მათ, სხვისი ნაშრომების მითვისება საკმაოდ ძვირად უჯდებათ.

მაგალითად: 2006 წელს, ბრუკინგსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პლაგიატში დაანადაშაულეს. 

მკვლევარებმა განაცხადეს რომ პუტინმა, თავისი ეკონომიკური ნაშრომიდან 16 გვერდი, პიტსბურგის უნივერსიტეტის ბაზაზე 20 წლით ადრე მომზადებული დოკუმენტიდან გადაიწერა. თუმცა, მას ამის გამო პასუხი არ უგია. 

სამაგიეროდ, ძვირად დაუჯდა პლაგიატი გერმანიის თავდაცვის მინისტრს, კარლ თეოდორ გუტენბერგს.

2011 წელს, გუტენბერგი, რომელსაც მერკელის მთავრობაში ლამის მომავალ კანცლერად განიხილავდნენ, პლაგიატში ამხილეს, რის შემდეგაც ის თანამდებობიდან გადადგა. ხოლო ბაიროუთის უნივერსიტეტმა მას დოქტორის წოდება გაუუქმა.

2012 წელს, პლაგიატში დაადანაშაულეს რუმინეთის პრემიერ მინისტრი, ვიქტორ პონტაც. 

ბრალდების მიხედვით, მან, 2003 წელს მომზადებულ სადოქტორო ნაშრომში, რომელიც სისხლის სამართალს ეხებოდა, პლაგიატი გამოიყენა.

მაშინ, პრემიერის მიერ სხვისი ნამუშევრის მითვისების გამო, ლამის მთელი ქვეყანა საერთაშორისო სკანდალში გაეხვა. 

საბოლოოდ, 2014 წელს, პონტას ბუქარესტის უნივერსიტეტმა სადოქტორო ხარისხი ჩამოართვა.

თუმცა, კიდევ უფრო მძიმეა სიტუაცია მაშინ, როდესაც პლაგიატში ამხელენ უნივერსიტეტის რექტორს. პირს, რომელიც თავისი სტატუსიდან გამომდინარე, იქით უნდა ებრძოდეს პლაგიატს – სხვისი ნაშრომის მითვისება-გამოყენებას წყაროს დასახელების გარეშე. 

ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში, სტუდენტიც კი შავ სიაში ხვდება, თუ ის სხვის ნაშრომს მოიპარავს. ამის გათვალისწინებით, ადვილი წარმოსადგენია რა შეიძლება დაემართოს უნივერსიტეტის რექტორს – პლაგიატის შემთხვევაში. 

P.S: ბიოგრაფიის მიხედვით, მოსკოვის შრომისა და სოციალური პრობლემების ინსტიტუტში, 1986 წელს, საკანდიდატო ნაშრომი დაიცვა ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა თემაზე: “მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა”, რომლის ირგვლივაც ასევე აქტიურად ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ რომ ოლიგარქმა სამეცნიერო ნაშრომი, უბრალოდ, იყიდა.

„პრესა.ჯი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved