• რეკლამა
  • კონტაქტი
16:39, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთის ნავთობის გარეშე ბინძური, გაუნათლებელი, გალოთებული და გარყვნილი სოფელია” – თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
15:31 01-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,597
საზოგადოებრივი მოძრაობა „ფარის“ თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:
დავუშვათ, რომ აშშ-ის მთელი პოლიტიკა ნავთობის ირგვლივ ტრიალებს ( ნუ, ძალიან სუსტი დაშვებაა, ეგეთი სწორხაზოვანი და პრიმიტიული სტრატეგიები და ტაქტიკური ნაბიჯები ამერიკას არახასიათებს, მაგრამ მსჯელობის სიმარტივისთვის დავუშვათ ). რუსეთის შემთხვევაში კი ასეთი დაშვება ზუსტი იქნება, რუსეთი ნავთობისა და ბრეჟნევის დაგროვილი არსენალის გარეშე დიდი სოფელია ( ბინძური, გაუნათლებელი, გალოთებული და გარყვნილი ). გლობალური ომის საჭიროებისა და კანონზომიერების გათვალისწინებით, აშშ-ი უპირატესობის მისაღებად ატარებს წარმატებულ სამხედრო ოპერაციას ვენესუელაში ( 30 წუთიანს), ანადგურებს რუსეთის მოკავშირის ბირთვულ პროგრამას, აკავებს რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემებს, თამაშობს მილიარდიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნების ეკონომიკით, დაკავებულია დამყაყებული საერთაშორისო ურთიერთობების დაქოქვით, იმისაც კი არ ერიდება, ყველაზე ძლიერი სამხედრო ბლოკის კონფიგურაცია გადააწყოს დაწყებული ომის პირობებში.
რუსეთი შეშფოთებულია, აღშფოთებულია, პროპაგანდა დორბლის ყრით იოხებს გულს, პუტინს ალიასკაში გაშლილი წითელი ხალიჩის ეიფორია ჯერაც არ გასვლია, ინდოეთს ნავთობის ყიდვას ეხვეწება, ჩინეთს ფეხქვეშ ეგება, სარდლად გერასიმოვი ყავს და მეგობრად არარსებული ერის, შეკოწიწებული სახელმწიფოს, სასაცილოდ ბრაზიანი ლიდერი (ოკუპირებულ აფხაზეთში ). მეგობარი რეჟიმის ლიდერები პანტაპუნტით კარგავენ ტახტებს და რუსეთში ბომჟად ემიგრირებენ.
მოკლედ ისეთ დათვად იქცა პუტინის რუსეთი, რომც გერეოდეს, აი ძალიან ქოცი უნდა იყო, ბაბაიას დაძახება არ იუკადრისო.
და ჩვენ ამ ორ სახელმწიფოს შორის რუსეთთან მეგობრობა ვირჩიეთ. აშშ-თან სტრატეგიულ და ღრმა სამხედრო თანამშრომლობაზე უარი ვთქვით და რუსეთს გავუწოდეთ მეგობრობის ხელი ( ნუ, ჯერ რამდენიც ხელი გავუწოდეთ იმდენი დაგვაფურთხა ხელზე, რუსულ იდენტობის ნაწილია ეგეც).
რუსეთის დაკნინების და დამცრობის შეუქცევადი პროცესი გრძელდება, შესაბამისად სულ უფრო თამამად და ხისტად უნდა დავუპირისპირდეთ ივანიშვილის დიქტატურას. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაღწიოთ თავი რუსულ ჭაობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved