• რეკლამა
  • კონტაქტი
08:55, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუტინი იმარჯვებს საქართველოში” – კრამერი და კელი ივანიშვილის და მისი წრის დასანქცირებაზე

ალია ავტორი - ალია
19:37 05-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
378

აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, სათაურით – “პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში”.

დასაწყისშივე ერთმანეთისგან გამიჯნეს ქართველი ხალხი, რომელსაც, მათივე თქმით, დასავლეთში ინტეგრაციის ძლიერი სურვილი აქვს (NATO-ში გაწევრიანება მოსახლეობის 75%-ს, EU-ში – 88% სურს), და ხელისუფლება, რომელიც საკუთარი მოქმედებებით ამომრჩევლის სურვილის საწინააღმდეგო კურსს ირჩევს.

“ქართული ოცნება, რიტორიკულად კვლავ უჭერს მხარს დასავლეთში ინტეგრაციის პოლიტიკას. თუმცა, მათი მოქმედებები გვიმტკიცებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება წარმატების მისაღწევად არასწორ ფსონს დებს.

ჩვენ ვალდებულნი ვართ იმ ქართველის წინაშე, რომლებსაც სურთ ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება, რომ აეკრძალოთ მოგზაურობა და დაუწესდეთ სხვა სანქციები იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან დასავლეთთან საქართველოს მომავალს”. – ვკითხულობთ სტატიაში.

“მთავრობამ აწარმოვა დევნისა და დემონიზაციის კამპანია ქვეყნის ოპოზიციის, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის, ლიდერების წინააღმდეგ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შარშან შემოდგომაზე უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა, დააპატიმრეს – მან ციხეში ჯანმრთელობის გაუარესება და არასათანადო მოპყრობა განიცადა”. – წერს კრამერი და კელი საერთო სტატიაში.

ავტორთა შეფასებით, ქართული ოცნება გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით იღებენ, თუ რა სურს პუტინს. ამასთანავე, მათი თქმით, პუტინის მსგავსად, საქართველოს ხელისუფლება ომს ხედავს, როგორც ოპონენტის განადგურების საშუალებას.

“პრემიერმინისტრი ღარიბაშვილის მტკიცებით, ყოფილი პრეზიდენტი (და ახლა პატიმარი) სააკაშვილი მმართველობაში ჯერ კიდევ რომ ყოფილიყო, საქართველოში “მეორე მარიუპოლი” იქნებოდა”. – ვკითხულობთ სტატიაში.

“საქართველოს მთავრობა არ აწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, არ აძლევს საკუთარ მოქალაქეებს შესაძლებლობას იბრძოლონ უკრაინაში, სავარაუდოა, რომ ეხმარება რუსეთს სანქციებიდან თავის არიდებაში, ამასთანავე, აიძულა უკრაინა საქართველოდან ელჩი გაეწვია”. – წერია სტატიაში.

კელისა და კრამერის თქმით, აუცილებელია არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს პერსონალური სანქციები დაუწესდეს.

“კოლომოისკისა და პლაჰოტნიუკის მსგავსად, რომლებიც აღარ იყვნენ მთავრობაში სანქცირების დროს, ივანიშვილი და მისი ახლო წრე ამომრჩევლების წინაშე ანგარიშვალდებულნი არ არიან, თუმცა აშკარად აქვთ დიდი გავლენა მთავრობის გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკაზე”. – წერს კრამერი და კელი.

საბოლოოდ, ავტორთა შეფასებით, ჯერ კიდევ არის შანსი, შეჩერდეს საქართველოს მარიონეტ რეჟიმად ქცევა. ამისათვის, მათი განმარტებით, აუცილებელია გაძლიერდეს დასავლეთი, რათა შეაჩეროს მთავრობა, განსაკუთრებით “ისინი, ვინც კულისებიდან მართავენ”, რომ “არ დასცილდეს საქართველო დასავლეთს და არ დაუხლოვდეს რუსეთს”.

 

წყარო – ტაბულა

თეგები: ბიძინა ივანიშვილიდევიდ კრამერიიან კელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved