• რეკლამა
  • კონტაქტი
10:58, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პურის ყიდვა ვერ მოვახერხე, ჩამოიხედეთ ქვემოთ, ხალხში” – ღია წერილი კალაძეს და გახარიას

ალია ავტორი - ალია
14:06 06-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ცირა ნიკოლაიშვილი, კახა კალაძეს და გიორგი გახარიას მიმართავს:

“ბატონო მერო!

თუ არსებობს პიროვნება, რომელსაც დაბლიდან ხმა მოაქვს თქვენამდე!!!

არავის იმედი არ გვაქვს, გარდა ბ-ნი პრემიერისა და თქვენი!

გვჯერა, რომ ორთავე სინდისის და ვაჟკაცობის მქონენი ხართ!

ჩამოიხედეთ, ადამიანებო, ქვემოთ _ ხალხში!

გვრცხვენია, როცა ტელევიზიები ლამის გასკდეს ინფორმაციების სიმრავლით, რომ “ქვეყანა შენდება” და ხალხი ამას ვერ ვხვდებით!

ჩამოიხედეთ და მოგვხედეთ!

თქვენთვის ხელმისაწვდომი _ ჩვენთვის ოცნების სფეროა!

ხელისუფლების წარმომადგენელთა სურსათ-სავაჭრო-მარკეტ-პალატებში 20 პროცენტი უხარისხო პროდუქტია; 80 პროცენტი ადამიანისთვის არაშედეგიანი ელემენტებით გაჟღენთილი…

და ხუთჯერ ძვირი…

ამ დილით 2 ცალი ვაშლი და ერთი ფორთოხალი შევიძინე, რადგან მწვანილი ჩემი სახის მსგავსად გამხმარ-ჩაყვითლებული იყო და რამე ბუნებრივი ელემენტები აუცილებლად უნდა მიგვეღო… სამთავე ცალში 5 ლარი და 40 თეთრი გადავიხადე და უპუროდ დარჩენა ვამჯობინე…

ნუ გაგვიმეტებთ! ქალაქს სოფელი სჭირდება თავისი ბაღჩა-ბაღეულით და სოფელს _ ქალაქი, რათა ფულის ნიშნები შეუვიდეთ ოჯახში!

ამიტომ, აუცილებელია ისევ აღსდგეს კორონას მიზეზით აკრძალული ქუჩის პაზრობები იქ, სადა იყო და სადაც დილის 7 საათიდან დილის 10 საათამდე დაშვებული იყო სოფელი თავისი ბაღით და თავისი ბოსტანით!

ნიშანდობლივია, რომ ყველა ამ “ბაზრობის” სიახლოვეს გაიხსნა მარკეტის ქსელის “ორი ნაბიჯის” სოკოებივით ნაყარი მოცემულობები!

კიდევ ერთი მილიონერი წყვილის კერძო ბიზნესი!

თავს ნუ შემოგვივლეთ!

რუსი არ კრძალავდა ამას, ნიკოლოზობის დროს!

ბატონო მერო, გთხოვთ, დრო გამონახოთ და დღეში 0. 20 საათი იფიქროთ ადამიანებზე; თქვენი ნამდვილად საღი გონებისთვის ეს საკმარისი იქნება, რომ ხალხმა შვება იგრძნოს. რომ იცოდეთ ათასობით ადამიანისგან წამოსული მადლიერების გრძნობა რას ნიშნავს!!!

პატივისცემით!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved