• რეკლამა
  • კონტაქტი
09:41, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუგაჩოვას პროტესტი რუსეთს – პრიმადონას ომის საწინააღმდეგო პოსტს დიდი გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა

ალია ავტორი - ალია
13:53 09-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
555

რუსული ესტრადის პრიმადონა ალა პუგაჩოვა ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა, მომღერლის  ომის საწინააღმდეგო პოსტს სოც. ქსელებში აქტიურად განიხილავენ.

„ალა პუგაჩოვა რუსეთში ომის საწინააღმდეგო საზოგადოების ლიდერი ხდება“, – აცხადებს პოლიტოლოგი სტანისლავ ბელკოვსკი. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

სულ რამდენიმე საათში პუგაჩოვას ამ სტატუსმა 500 ათასზე მეტი მოწონება დააგროვა.

„ჩვენი ბიჭების დაღუპვის შეჩერება სურს, რომლებიც ილუზორულ მიზნებს ეწირებიან. ეს პროცესი რუსეთს გარიყულ ქვეყნად აქცევს და მისი მოქალაქეების ცხოვრებას აუარესებს“, – დაწერა მომღერალმა და აღნიშნა, რომ ის თავის ქმარს, მაქსიმ გალკინს სრულ სოლიდარობას უცხადებს.

ასევე, პუგაჩოვამ სთხოვა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს, რომ მისი მეუღლის, კომიკოს მაქსიმ გალკინის მსგავსად, მასაც „უცხოური აგენტის“ სტატუსი მიანიჭონ. 

„პუგაჩოვა რუსეთის პრეზიდენტად!“ – წერენ სოც. ქსელების მომხმარებლები.

 „ალას ჩემი პატივისცემა!“ – დაწერა ტელეგრამ არხზე საფრანგეთში მყოფმა მსახიობმა და რეჟისორმა რენატა ლიტვინოვამ.  

„ალა სიტყვის თავისუფლებას იცავს, ომის და რეპრესიების წინააღმდეგ გამოდის. მილიონი წითელი ვარდი ბოროტების ძალთა წინააღმდეგ“ – წერს ადვოკატი პაველ ჩიკოვი.

„ვინ არის პუტინი? ის არის ძალზე პატარა პოლიტიკოსი ალა პუგაჩოვას ეპოქაში“, – დაწერა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი გუდკოვმა.

სანქტ-პეტერბურგის სათათბიროს ყოფილმა წევრმა მაქსიმ რეზნიკმა განაცხადა, რომ „პუგაჩოვას აჯანყებას შეიძლება პუტინის რეჟიმის დაცემა მოჰყვეს“. ისიც მხარს უჭერს, რომ პუგაჩოვამ 2024 წელს რუსეთის პრეზიდენტად კენჭი იყაროს.

ამასთანავე, ალა პუგაჩოვას ამ სტატუსს რუსეთის პროპაგანდისტული მედიის კრიტიკა მოჰყვა. პროპაგანდისტები აცხადებენ, რომ „პუგაჩოვას ადგილი საბჭოთა კავშირის ესტრადის მუზეუმშია“.

„განისვენე მშვიდად, ალა ბორისოვნა!“ – დაწერა ტელეგრამში ცნობილმა პროპაგანდისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა. სოლოვიოვის ამ პოსტს ტელეწამყვანი და პოლიტიკოსი ქსენია სობჩაკი გამოეხმაურა და დაწერა, რომ „ალა ბორისოვმა თქვენზე დიდხანს იცოცხლებს“.

ალა პუგაჩოვას ეს განცხადება უკრაინაში მოიწონეს. მის პოსტს ზელენსკის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი გამოეხმაურა:

„ალა პუგაჩოვას აჯანყება არის უდიდესი მასშტაბის პიროვნების ამბოხი, ამბოხი პუტინის სისტემის წინააღმდეგ, პუტინის რეჟიმის უძლეველობის მითის გაქარწყლება, ომის ნარატივის წინააღმდეგ გამოსვლაა, იმ ადამიანების გონების შეცვლაა, რომლებიც დღეს პუტინის რეჟიმის დასაყრდენს წარმოადგენენ, რაც ამ რეჟიმის დასასრულის დასაწყისს ნიშნავს“, – წერს არესტოვიჩი.

წყარო : პია.ჯი.

თეგები: ალა პუგაჩოვაპროტესტირუსეთი ოკუპანტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved