ფოტო – ტვ პირველი
,,თავისუფლება მესამე პრეზიდენტს. საქართველო! – ამ შეძახილებითა და სხვადასხვა ლოზუნგებით საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ.
მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ვითხოვთ, ვინც შექმნა ეს სახელმწიფო და მომავალი მისცა ქვეყანას, იმ კაცის!
პროცესი დაძრულია და ამ ხელისუფლების საქმე წასულია! – აცხადებს ტვ პირველთან ოზურგეთის მკვიდრი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი.
თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია 18 საათზე დაიწყება. მზადება უკვე დასრულებულია, დამონტაჟებულია ტრიბუნა, საიდანაც პოლიტიკოსები ხალხს მიმართავენ.
თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მიმოსვლა ერთი საათის წინ შეწყდა.