,,პროტესტი საწვავის ფასს”, ,,არა გაძვირებულ ცხოვრებას”, ,,გამოდით, გამოდით”. – ავტომობილების მფლობელები საწვავის გაძვირებას აპროტესტებენ.
რუსთაველის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა დროებით გადაიკეტა. აქციის მონაწილეებს ასევე შეუერთდნენ სხვადასხვა კომპანიის კურიერები.
აქციის მონაწილეები საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებას და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანას ითხოვენ, რაც მათი განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.
აქციის ორგანიზატორები შესაბამისი კომპეტენტური პირებთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
ცნობისათვის, საწვავის ფასმა 4 ლარს მიუახლოვდა.
კომენტარები