• რეკლამა
  • კონტაქტი
09:36, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,პროტესტი კვდება! დიახ კვდება!” – ბუკა პეტრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:31 11-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,276

ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,სანამ ერთი კაცი მაინც მივა რუსთაველზე გასაპროტესტებლად, მეც იქ ვიქნები, მაგრამ ახლა ერთ რამეს ვიტყვი: პროტესტი კვდება! დიახ კვდება: ჩემი, შენი, ჩემიანის, სხვისიანის სიზარმაცის, გადაღლის, იმედგაცრუების, მოუცლელობის და რა თქმა უნდა შიშის გამო. “რეჟიმი ფართხალებს, რეჟიმი კანკალებს” არასერიოზულია. რეჟიმი რეაგირებს და მოქმედებს! რუსთაველის გადაკეტვისთვის დაჭერიდან მოვედით ფბ პოსტისთვის და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასვლა/ამოსვლისთვის დაჭერამდე! სერიოზულად ვამბობ! არ ვხუმრობ! ეგეც იმიტომ ხდება რომ რეჟიმის მსახურების რაოდენობა ხან ჩვენზე დიდია ხან ჩვენნაირია. იმათ ხელშია ძალა. არ ვაჭარბებ (ვინც არ დადიხართ და “ან შენ რას დადიხარ, დაეტიე რა სახლში” ხალხისთვის ვწერ: მიწისქვეშა გადასასვლელით და ტროტუარით გადაადგილება აკრძალულია და მაგისთვის იჭერენ) რომ ვიკითხე რატომ არ უშვებთ ხალხს მიწისქვეშადან თქო, ზეკულტურულად მიმითითა ფორმიანმა კაცმა, მიბრძანდით ბატონო ბუკა რუსთაველზე პარლამენტის წინო, ამასობაში კი კოტე აფხაზის ქუჩაზე ჩემი მეგობრების შვილებს იჭერდნენ!
ასე რომ, პროტესტი კვდება: ჩემი, შენი, ჩვენიანის გადაღლის, პასიურობის, “მაინც არაფერი გამოდის”, უიმედობის და შიშის გამო! კვირაში ორჯერ ხალხს რუსთაველზე საღამოს 2 საათით გამოსვლა რო არ უნდა (3-5 ათასი კაცი უნდა სულ და რუსთაველს პოლიცია გადაკეტავს, იმიტომ რომ მაგდენივე ფორმიანი გამოვა), არ მჯერა, რომ გაცნობიერებული აქვს, რას ვკარგავთ და რაში ვცხოვრობთ უკვე! დიახ, რუსული რეჟიმი დამყარებულია საქართველოში!
შეგუება ადაპტირება არ არის უცხო საქართველოს თაობებისთვის! უყურებთ ალბათ და ფიქრობთ, რომ როცა იქნება, ხო წავა, სულ ასე ხო არ იქნება, რაცხა იქნება და ა.შ. არ გეგონოთ ვინმეს, რომ ბიძინა სადმე წასვლას აპირებს ან თქვენ რამე სიკეთე გელოდებოდეთ, რომ ის თავის ფულს ვერ იბრუნებს! პირიქით! არსადაც წასვლას არ აპირებს! და თქვენ არაფერი ხეირი იქიდან, თუ თავისი თახვები ახლა ჯერ კიდევ გარეთ ყავს რომ ფული მოაქუჩონ და “ხაზეინს” ჩააბარონ! თახვების რევოლუცია გინახავთ სადმე? არც მე! ბის უახლოეს გეგმაში ჯერ პროტესტის მოხრჩობაა და მიდის კიდეც მაგ გეგმის შესრულებისკენ!
“სად არის სანქციებზე” პასუხი აქვთ დასავლელებს, ოღონდ აქ არ დავწერ!
აღარც იმათ აქვთ რეაქცია და აღარც ჩვენ, როცა რეჟიმი გამოდის და იძახის, დიფსტეიტს არ უნდა რომ ჩვენს გუნდებს ვუგულშემატკივროთო! ქოცები კუსტურიცას “პასაჟირები” არიან (აი იმ ფილმიდან, მიწისქვეშ ხალხს რო არწმუნებენ, ზემოთ ასვლა არ შეიძლება, ომიაო და თვითონ რომ მაგრად “გულაობენ” და ჩვენ?
სიმწარე მალაპარაკებს, უსუსურობა!
მოწოდება ადვილია, თორემ ბევრი ფიქრიც არ უნდა, არის ეროვნული და საერთაშორისო “საუკეთესო პრაქტიკები” – მასობრივი გაფიცვები, დაუმორჩილებლობა, პროტესტი მრავლობით ლოკაციებზე და ა.შ. მაგრამ აღარც ჯენზია ქუჩაში, აღარც ბიზნესია პროტესტში, არც შესრულების თავი და უნარი გვაქვს (მე ჩემს თავზე ვამბობ პირველ რიგში) და ამ დროს საუკეთესო ახალგაზრდობაა ციხეში!
არავისთან დებატირებას არ ვაპირებ აქ! არც ტელევიზიებში ამის გაშლას! ტყუილად არ შეწუხდეთ კოლეგებო და მეგობრებო!

რაც პროტესტში ვართ სულ გენიალური ზაირა არსენიშვილის სასწაული “ვაჰ, სოფელო”-დან ქორწილის სცენა მახსენდება. ნარჩევ ნარჩევი ხალხი რომ არის შეკრებილი, მარტო ისეთი თავადიშვილები, სიმღერა და ცეკვა ძალიან მაგრად რომ იციან. ქორწილში მიდის მსჯელობა და კამათი, სწორია თუ არა ქაქუცას ბრძოლა. ვიღაც ამტყუნებს, ვიღაც ამართლებს! ამასობაში თავადური წარმომავლობის ბოლშევიკების მეთაური შემოდის. ქორწილს უყურებს, ტკბება, მაგრამ მექორწილეებს ეუბნება, 15 წუთი გაქვთ დასაშლელადო. აღშფოთდება ეს ნარჩევ ნარჩევი ხალხი, რა უფლებით, როგორ გვიბედავთ, ჩვენ ხომ ლხინის სუფრა გვაქვსო! მე ჩემი გითხარითო, შემოლაგდებიან შარიკოვები და სუყველას (ვინც ქაქუცას ბრძოლას აკრიტიკებდა, მათაც) წაასხამენ. თელავის ცენტრში ჩამოატარებენ და დაიჭერენ. ზოგს გამოიხსნიან, უმრავლესობას კი დაიჭერენ და დახვრეტენ.
ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: უკრაინაში გადაწყდება საქართველოს ბედი! მოახრჩობენ რუსულ ურჩხულს, ამოვისუნთქავთ ჩვენც, ვერა და …. კი ხართ ძალიან ბევრი გამზადებული საბჭოთა საქართველოში დაბრუნებისთვის!
“ანსამბლ პესნი ი პლიასკი”-დ იქცევა ეს ქვეყანაო, ჩემი დიდი ალიკა რონდელი ამბობდა 90-იანების ბოლოს, 2000-იანების დასაწყისში! მერე გავფართხალდით ასე 15-16 წლით და ბოლოს ისევ მანდ მივედით!

პატიმრებს მხნეობას და სიმტკიცეს ვუსურვებ!

რეჟიმს დამხობას!

შევხვდებით რუსთაველზე დღეს საღამოს!

ბოლომდე! “

თეგები: ბუკა პეტრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved