• რეკლამა
  • კონტაქტი
09:02, შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით შსს-მ ოთხი პირი დააკავა

ალია ავტორი - ალია
12:54 04-25-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
124

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოთხი პირი დააკავეს.

1972 წელს დაბადებული, ე.კ., 1994 წელს დაბადებული ქ.ბ., 1987 წელს დაბადებული ნ.დ. და 2004 წელს დაბადებული დ.ს., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით არიან დაკავებული.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ე.კ., რომელიც თბილისში მდებარე მასაჟის ერთ-ერთი სალონის მფლობელი იყო და ამავე ობიექტის მენეჯერები – ქ.ბ., ნ.დ. და დ.ს., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, მასაჟის სალონში არსებულ ოთახებს გადასცემდნენ.

აღნიშნული ქალები სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან ბრალდებულებს გარკვეულ თანხას უხდიდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved