• რეკლამა
  • კონტაქტი
01:25, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

პროქტოლოგი ბექა კევლიშვილი – ბუასილის გამომწვევ მიზეზებზე, პრევენციის საშუალებებსა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე

ალია ავტორი - ალია
09:52 02-24-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,648

ქირურგი და პროქტოლოგი ბატონი ბექა კევლიშვილი მრავალი წელია აქტიურ პრაქტიკულ საქმიანობას ეწევა და მის შესახებ მხოლოდ დადებით   შეფასებებს თუ შეხვდებით, პაციენტები გამოარჩევენ როგორც პროფესიული, ისე პიროვნული თვისებებით. შევეცადეთ დასაწყისში ის ცოტა უფრო ახლოს გაგვეცნო მკითხველისთვის,   საუბარი კი ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული პრობლემის ბუასილის შესახებ, მის გამომწვევ მიზეზებზე, პრევენციის საშუალებებსა და მკურნალობის მეთოდებზე გავაგრძელეთ.

ბექა კევლიშვილი: სამედიცინო სფეროსთან ოჯახური კავშირი არ მქონდა, ოჯახის  თხოვნით ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში, პირველი კურსის დახურვის შემდეგ ჯარში წავედი, როდესაც დავბრუნდი, დავამთავრე უნივერსიტეტი და მას შემდეგ ვმუშაობ პროქტოლოგად, ამ წლების მანძილზე ვმუშაობდი სხვადასხვა კლინიკებში და ამჟამად ჩემი ძირითადი სამუშაო ადგილი კლინიკა ინიციოა. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ ბატონ გელა მუხაშავრიასთან მოვხვდი, არაჩვეულებრივი პედაგოგი გახლდათ და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბების პროცესში.

_ ყველაზე ხშირად რა დაავადებებით მოდიან პაციენტები თქვენამდე?

_ ყველაზე ხშირად ჰემოროიდული დაავადებებით მოდიან, ეს პროქტოლოგიურ პათოლოგიებში ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

_ როგორც ვიცით, ბუასილი უფრო მეტად მამაკაცებს აწუხებთ, რა არის ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი?

_ წლების წინ ეს დაავადება მართლაც მამაკაცებში უფრო ხშირად გვხვდებოდა, მაგრამ მას მერე რაც ცხოვრების წესი გათანაბრდა, ქალების და მამაკაცების მომართვიანობა თითქმის ერთნაირია. ეს დაავადება ძირითადად შუახნის ადამიანებში ვითარდება, შესაძლოა ძალიან ახალგაზრდა ასაკშიც განვითარდეს, მაგრამ ქირურგიული ჩარევა დაახლოებით  50 წელს გადაცილებულებულ პაციენტებში ხდება საჭირო. ბუასილის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს დიდხანს ჯდომა, არასწორი კვება, ჭარბი ალკოჰოლის მიღება, ფაღარათი, ქალებში ორსულობის დროს ვითარდება ხოლმე.

_ მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

_ ყოველთვის ვცდილობთ ოპერაციის გარეშე კონსერვატიული მკურნალობით, ან მცირე ინვაზიური საშუალებების გამოყენებით მივაღწიოთ სასურველ შედეგს, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც თავიდანვე ნათელია, რომ მხოლოდ ოპერაციაა გამოსავალი.

_ დაგვიანებული შემთხვევა შესაძლოა ონკოლოგიური დაავადების განვითარების მიზეზი გახდეს?

_ არა, ბუასილი არასდროს გადადის ონკოლოგიურ დაავადებაში. უბრალოდ რაც უფრო ღრმა პროცესია, კიდევ უფრო მეტად შემაწუხებელი ხდება ეს პაციენტისთვის. მნიშვნელოვანია რომ ჰემოროიდული დაავადების დროს ნებისმიერი ჩივილი არ დაბრალდეს ჰემოროიდულ დაავადებას და არ გამოგვეპაროს რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა. მნიშვნელოვანია სკრინინგული კვლევები, რაც 40 წლის ასაკიდანაა რეკომენდირებული.

_ ბუასილის ოპერაცია ერთ-ერთ ყველაზე რთულ ოპერაციად ითვლება.

_ დიახ, ტექნიკურად საკმაოდ რთულად შესასრულებელი ოპერაციაა, გარდა ამისა, ბევრი პოსტოპერაციული გართულებები ახლდა თან, მაგრამ დღეს თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და საკერავი მასალით კეთდება და ბევრად გამარტივებულია პოსტოპერაციული პერიოდი, თუ ადრე მინიმუმ 2 კვირა და საჭიროების შემთხვევაში ერთი თვეც კი ვაჩერებდით პაციენტებს კლინიკაში, ახლა 4-5 დღის მერე ვუშვებთ სახლში.

_რამდენად რეალურია იმის ალბათობა, რომ ოპერაციის შემდეგ ხელახლა განვითარდეს ბუასილი?

_ თეორიულად ლიტერატურაში მოცემულია, რომ დაახლოებით 2 პროცენტი არსებობს ამის ალბათობა, თუმცა პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არ მქონია და ჰემოროიდული დაავადების გამო ერთი და იგივე პაციენტისთვის ოპერაცია ორჯერ არასდროს  გამიკეთებია.

_პრევენციისთვის რას ურჩევთ მათ, ვინც საოფისე საქმიანობიდან გამომდინარე მთელი დღე უწევთ სკამზე ჯდომა?

_ ჯდომითი სამსახურის შემთხვევაში თუ მოახერხებთ და საათში ერთხელ თუნდაც ერთი წუთის განმავლობაში გაივლით და გაავარჯიშებთ ფეხის კუნთებს, ჩათვალეთ რომ ჯდომით გამოწვეულ მთელ უარყოფით მოვლენებს გაანეიტრალებთ. რაც შეეხება კვებას, სასურველია რომ რაციონში პირველ ადგილზე იყოს უჯრედისით მდიდარი საკვები-ხილი და ბოსტნეული, იმ ქვეყნებში სადაც ძირითადად უჯრედისით მდიდარ საკვებს მიირთმევენ, ბევრად ნაკლებია მსხვილი ნაწლავის სიმსივნეები.

_ პროქტოლოგთან ვიზიტი გარკვეულ კომპლექსებთანაა დაკავშირებული, ალბათ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ექიმი რამდენად მეგობრულად შეხვდება პაციენტს?

_ გეთანხმებით, მაგრამ ადრე უფრო მეტად უჭირდათ პროქტოლოგთან ვიზიტის დაგეგმვა, სხვადასხვა ქვეყნებში ბოლო წლებში აქტიური კამპანიები მიმდინარეობს იმისთვის, რომ ეს წარმოდგენა შეიცვალოს პაციენტებში, ვინაიდან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა რაც შემდგომში ოპერაციის თავიდან არიდებას და მკურნალობის ბევრად უფრო გამარტივებას განაპირობებს. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია როგორ შეხვდება ექიმი პაციენტს და როგორ მიაწვდის მის მდგომარეობას, აუცილებელია გულისყურით მოუსმინოთ თითოეულ პაციენტს, შეხვიდეთ მის მდგომარეობაში და დეტალურად აუხსნათ არსებული პრობლემის და მისი მოგვარების გზების შესახებ.

ნინო მახარაძე

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved