• რეკლამა
  • კონტაქტი
03:04, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი ჟანა ჭითანავა გარდაიცვალა

ალია ავტორი - ალია
20:06 10-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
363
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წერილს ავრცელებს და ახალგაზრდა პროფესორის, ჟანა ჭითანავას გარდაცვალებას იტყობინება.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ბიოლოგიის დოქტორ ჟანა ჭითანავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, კოლეგებსა და სტუდენტებს.
ჟანა ჭითანავა დაიბადა 1965 წელს ხობში. 1982 წელს წარმატებით დაამთავრა ბათუმის №22 საშუალო სკოლა და ჩაირიცხა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაასრულა 1987 წელს ბიოლოგია-ქიმიის სპეციალობით.
1994 წლიდან საქმიანობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც თავდაპირველად ფაკულტეტის მდივნის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 1997 წლიდან გახდა ზოოლოგია-წყლის ბიორესურსების კათედრის წევრი.
2006 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ აივენგო შათირიშვილის ხელმძღვანელობით, წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ზოგიერთი პესტიციდის და გამა-დასხივების განმხოლოებული და ერთობლივი მოქმედებით გამოწვეული გენეტიკური ცვლილებების შესწავლა სოიაში“ და მიენიჭა ბიოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ჟანა ჭითანავა იყო 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, დამხმარე სახელმძღვანელოს „გენეტიკური ამოცანები“ ერთ-ერთი ავტორი და სახელმძღვანელო „გენეტიკა და საზოგადოება“-ს რეცენზენტი. მისი სამეცნიერო კვლევები გამოქვეყნებულია მაღალი რეიტინგის ჟურნალებში.
იგი აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში. მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა სკოლა-ლიცეუმ „მასტერკლასსა“ და ფრანგულ სკოლაში, როგორც ბიოლოგიის სერტიფიცირებული, წამყვანი მასწავლებელი.
2014 წელს არჩეული იქნა ბიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორად, ხოლო 2021 წელს – ასოცირებულ პროფესორად. ასწავლიდა ბიოლოგიისა და ეკოლოგიის მიმართულების მრავალ სასწავლო კურსს: პოპულაციების ეკოლოგიას, ევოლუციურ მოძღვრებას, სამედიცინო ეკოლოგიას, გეოეკოლოგიას, ეკოლოგიურ გენეტიკას და ბიოლოგიის სწავლების მეთოდიკას. ხელმძღვანელობდა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებს.
ჟანა ჭითანავა გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, პედაგოგიური პასუხისმგებლობითა და ადამიანური სითბოთი.
ჟანა ჭითანავას ხსოვნა სამუდამოდ დარჩება როგორც კოლეგების, ისე სტუდენტების მეხსიერებას, – წერს უნივერსიტეტი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved