• რეკლამა
  • კონტაქტი
15:15, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

პროფესორი ალექსანდრე ხუსკივაძე ყველაზე გავრცელებულ უროლოგიურ დაავადებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებზე

ალია ავტორი - ალია
21:30 12-23-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22,204

უროლოგიური პრობლემები და განსაკუთრებით ონკოუროლოგია დღეს მსოფლიოში გავრცელებულ დაავადებებს შორის ერთ-ერთი პირველია, რა უროლოგიური დაავადებები გვხვდება ყველაზე ხშირად ქალებსა და მამაკაცებში, რა იწვევს ამ დაავადებებს და პრობლემის მოგვარების რა მეთოდები არსებობს, ამ და სხვა ბევრ საინტერესო კითხვაზე უროლოგმა, მედიცინის დოქტორმა – ბატონმა ალექსანდრე ხუსკივაძემ გვიპასუხა.

ალექსანდრე ხუსკივაძე: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, გავიარე სხვადასხვა კვალიფიკაცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და ასე მოვედი დღევანდელ დღემდე.

– უროლოგობა რატომ გადაწყვიტეთ?

– ჩემი სტუდენტობის პერიოდი აფხაზეთის ომს დაემთხვა, მაშინ რესპუბლიკური საავადმყოფო დაჭრილების მიღების ცენტრი გახლდათ, ძალიან ხშირად ვიყავი იქ როგორც ექთნის დამხმარე და ძირითადად უროლოგიურ განყოფილებაში მიწევდა მუშაობა, სწორედ იმ პერიოდიდან დავინტერესდი უროლოგიით. გამიმართლა და ძალიან კარგი პროფესიონალების გარემოცვაში მოვხვდი, ჩემი პირველი მასწავლებლები იყვნენ პროფესორები –  გივი გზირიაშვილი,  დავით ქოჩიაშილი, სორთმან ჯაფარიძე, ამ გუნდთან ერთად გავიზარდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

– ძირითადად რა პრობლემებით მოდიან პაციენტები თქვენამდე?

– სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში შეინიშნება უროლოგიური დავადებების მომატება და გაახალგაზრდავება, განსაკუთრებით ონკოუროლოგიაში, გარდა ამისა, ხშირია შარდკენჭოვანი დაავადებები, ახალგაზრდებში გვხვდება სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ერექციული დისფუნქციები, მეორადი უნაყოფობები, ქალბატონებში ძირითადად შარდკენჭოვანი დაავადება და საშარდე გზების ინფექციაა გავრცელებული.

– არის თუ არა პროსტატის კიბოს განვითარება დამოკიდებული გეოგრაფიულ ადგილმდებარეობზე?

– დიახ, მაგ: აფროამერიკელებში უფრო დიდი რაოდენობით გვხვდება ეს დაავადება ვიდრე აზიელებში, ამ დაავადების განვითარების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ რისკფაქტორად ცხოველური ცილების ჭარბად მიღებაა აღიარებული, გამომდინარე იქიდან, რომ მაგ: ჩინეთსა და იაპონიაში უფრო მეტად მცენარეული საკვებითა და ზღვის პროდუქტებით იკვებებიან, იქ ეს დაავადება ნაკლებად აწუხებთ, თუმცა იაპონელი რომ ჩამოსახლდეს საქართველოში ან ამერიკაში იგივე რისკის წინაშე აღმოჩნდება.

– რა როლს თამაშობს მემკვიდრეობითი ფაქტორი პროსტატის კიბოს განვითარებაში?

– სხვადასხვა მტკიცებულების მიხედვით პირველ ადგილზე პროსტატის კიბის განვითარებაში მემკვიდრული დატვირთვები დგას, მაგ: ცნობილია, რომ თუ პირველი ხარისხის ნათესავს (ძმას ან მამას) ქონდათ ან აქვთ ეს დაავადება, ასეთ მამაკაცებში ორჯერ უფრო მაღალია პროსტატის კიბოს განვითარების რისკი, თუ მეორე ხარისხის სანათესავს(ბიძას, ბიძაშვილს) ქონდა ან აქვს ეს დაავადება, ასეთ ადამიანებში განვითარების რისკი 1,7-ჯერ მაღალია, ხოლო თუ ორივე ხარიხის ნათესავს აქვს ან ქონდა, ეს დაავადება მაშინ რისკი 9-ჯერ უფრო მაღალია.  

– რა სიმპტომები ახასიათებს პროსტატის კიბოს?

– პროსტატის ჯირკვლის დაავადება მხოლოდ პროსტატის კიბო არ არის, პროსტატის ჯირკვლის დაავადებაა აგრეთვე პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია და ეს ორივე დაავადება პროსტატის ჯირკვლის სხვადასხვა უბნიდან ვითარდება, მაგ: პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ვითარდება შარდსადენი მილის ახლოს მდებარე უბნებიდან, ე.წ. გარდამავალი ზონიდან, ამიტომ ადრეულ ეტაპზევე იწვევს მოშარდვის აქტის დარღვევას, რაშიც იგულისხმება შარდის ნაკადის შესუსტება, წყვეტილი შარდვა, ღამით ხშირი შარდვა,  გახშირებული შარდვა დღის განმავლობაში, ამისგან განსხვავებით პროსტატის კიბო იმიტომ მიეკუთვრება ვერაგ დაავადებებს, რომ ეს ძირითადად პერიფერიული ზონიდან ვითარდება, ანუ იმ ადგილიდან, რომელიც უშუალოდ სწორ ნაწლავთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ როცა პროსტატის კიბო მოშარდვის აქტის დარღვევას იწვევს, უკვე იმდენად შორს წასულია დაავადება, რომ ასეთ სიმპტომიანი პაციენტი დაგვიანებულია. პროსტატის კიბოს საწყის სტადიაზე კლინიკური ნიშნები ფაქტობრივად არ ახასიათებს, პაციენტს არ აქვს არანაირი ჩივილი და მისი გამოვლენის ერთდაერთ გზად აქტიური სკრინინგი გვრჩება, 50 წელს გადაცილებულმა მამაკაცებმა მინიმუმ წელიწადში ორჯერ უნდა გაიკეთონ სპეციფიკურ ანტიგენზე ანალიზი, ეს არის პროსტატის კიბოს  ონკომარკერი. ბოლო მონაცემებით, პროსტატის კიბოს სკრინინგმა გამოიწვია ამ დაავადების იმდენად ზრდა, რომ მსოფლიოში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს შორის მეორე ადგილზეა და მხოლოდ ფილტვის კიბოს ჩამორჩება. დაავადების გამოვლენამ გამოიწვია სიცოცხლის გადარჩენის რიცხვობრიობის მატებაც. პროსტატის ჯირკვლის დაავადებები იწვევს ერექციულ დისფუნქციებს და მეორად უნაყოფობებს.

– რას გულისხმობთ მეორად უშვილობაში?

– ეს ის შემთხვევაა როცა უშვილობა არ არის გამოწვეული სპერმატოგენეზის დარღვევით, პროსტატის სპერმატოზოიდის სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელი პირობაა, სითხეში არსებობდეს პროსტატის სეკრეტი,  რომელსაც თვითონ პროსტატის ჯირკვალი გამოიმუშავებს, ეს სპერმატოზოიდს აძლევს სიცოცხლის უნარს, ამ სითხეში სპერმატოზოიდი სპერმის დაღვრიდან 36 საათი ცოცხლობს და ამდენივე საათი აქვს განაყოფიერების უნარი. პროსტატის ჯირკვლის დაავადებები მაგ: როგორიცაა პროსტატის ჯირკვლის ანთება (პროსტატიტი) ზოგადად იწვევს პროსტატის სეკრეტში ტოქსინების შერევას, რაც კლავს სპერმატოზოიდებს და  აღარ ხდება განაყოფიერება, ეს ნიშნავს მეორად უნაყოფობას, ანუ არასპერმატოგენეზის დარღვევით, არამედ სხვა ფაქტორების მოქმედებით.

– ეს პრობლემა განკურნებადია?

– ძირითადად განკურნებადია, დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად დროულად მოვა პაციენტი ექიმთან, იქამდე ვიდრე შეუქცევადი პროცესები დაიწყება.

– რა იწვევს სექსუალური დისფუნქციის ჩამოყალიბებას?

– მნიშვნელოვანია ის გარემოპირობები რაშიც უწევთ ადამიანებს ცხოვრება ეს არის სტრესი, სოციალური ყოფა. ერექციული დისფუნქციები დაკავშირებულია შაქრიან დიაბეტთანაც და ხშირად ერექციული დისფუნქციის პრობლემით მოსულ პაციენტებს სულაც არ ქონიათ ინფორმაცია, რომ შაქრიანი დიაბეტი აქვთ და ჩვენ გამოგვივლენია ეს დაავადებაც.

– პროსტატის ჯირკვლის პრობლემების ქირურგიული მეთოდით გადაწყვეტა როგორ მოქმედებს ერექციულ ფუნქციაზე?

– მაგ: პროსტატის კეთილთვისებიანი დისპლაზიის შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევა არ ახდენს გავლენას ერექციულ ფუნქციაზე, გარდა იშვიათი შემთხვევებისა, მაგრამ პროსტატის კიბოს შემთხვევაში როდესაც ვაკეთებთ რადიკალურ პროსტატექტომიას, რაც გულისხმობს პროსტატის ჯირკვლის მთლიანად ამოღებას, თუ ის ჩაზრდილია სათესლე ბუშტუკებში ან რომელიმე ლიმფურ კვანძებში მაშინ ონკოლოგიური პრინციპიდან გამომდინარე ნერვული წნულის შენარჩუნება არ არის მიღებული, თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ნერვულ წნულს, შესაძლოა პოსტოპერაციულად ლოკალური სიმსივნე განვითარდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში წინასწარ ვუთანხმებთ პაციენტებს რომ რადიკალური პროსტატექტომია გახლავთ ისეთი ოპერაცია, რომელიც უხშირეს შემთხვევაში იწვევს ერექციულ დისფუნქციას.

– რა იწვევს შარდის შეუკავლებლობას?

– შარდის შეუკავებლობა სხვადასხვა სახისაა, არის ე.წ სტრესული იგივე დაძაბვითი შეუკავებლობა, რაც ნიშნავს მაგ: დახველების, დაცემინების, წამოდგომის ან მუცლის პრესის დაჭიმვის დროს შარდის უნებართვო გასვლას, ეს ძირითადად ხანშიშესულ ქალბატონებს ემართებათ, კუნთების მოდუნების გამო, ასევე შესაძლებელია განვითარდეს ბევრი ფიზიოლოგიური მშობიარობის ფონზე. არსებობს ე.წ ირიტაციული სინდრომი, ანუ იმპერატიული  მოშარდვის სურვილი, ეს ნიშნავს რომ როდესაც მოშარდვა მოუნდება პაციენტს და ვერ ასწრებს საპირფარეშომდე მისვლას. ეს შესაძლოა დაემართოს როგორც ქალს ისე კაცს. ეს ძირითადად გამოწვეული შარდის ბუშტში არსებული ნერვული რეცეპტორების გაღიზიანების გამო, მისი გაღიზიანება კი შეიძლება გამოიწვიოს მაგ: შარდკენჭოვანმა დაავადებებმა, ანთებითმა პროცესმა და ა. შ.

– რა რჩევებს მისცემთ ჩვენს მკითხველს?

– ყველას და განსაკუთრებით 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს მინდა ვურჩიო, დროულად მიმართონ კლინიკას, ჩაიტარონ სწორი კვლევები, ჩვენს ქვეყანაში 65 წლამდე პაციენტებისთვის პროსტატის კიბოს სკრინინგი უფასოა და ყველამ უნდა გამოიყენოს ეს საშუალება, იმისთვის, რომ თვიდან ავირიდოთ ის უამრავი გართულება, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

ნინო მახარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved