• რეკლამა
  • კონტაქტი
18:55, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროპაგანდისტული POSTV და მისი შემოსავალი – „ფლანგვის დეტექტორი“

ალია ავტორი - ალია
19:55 03-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
601
„ფლანგვის დეტექტორი“ სოციალურ ქსელში ახალ კვლევას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ფლანგვის დეტექტორმა“ უკვე გამოაქვეყნა კვლევა ობიექტივის შესახებ, რომელიც “მედიის განვითარების ფონდის” ანგარიშებში ყოველ წელს ხვდება, როგორც ანტისადასვლური გზავნილებისა და სიძულვილის ენის გამავრცელებელი მედიასაშუალება.
? ამჯერად კიდევ ერთ პროპაგანდისტულ მედიასაშუალება, POStv-ი ფინანსები შევისწავლეთ:

POSTV პროპაგანდისტული მედიასაშუალებაა, რომელიც ანტიდასავლურ გზავნილებსა და სიძულვილის ენას ავრცელებს. არხმა ბევრი მფლობელი გამოიარა, სანამ მის საკონტროლო პაკეტს ქართული ოცნების ღიად ანტიდასავლური განაყოფის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე დაეპატრონებოდა. ამის შემდეგაც დამფუძნებელმა შალვა რამიშვილმა POSTV “ხალხის ძალის მედიაპლატფორმად” გამოაცხადა. ანტიდასავლურ პროპაგანდისტულ ტელევიზიას 2019-2022 წლებში 12 მილიონ ლარამდე შემოსავალი აქვს მიღებული. მის რეკლამადამკვეთებში მთავრობის ადმინისტრაცია და თავდაცვის სამინისტრო შედიან.

——-

კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი პრორუსული მედიასაშუალებებია, რომლებსაც რუსეთი დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივების გასავრცელებლად მსოფლიოს მასშტაბით იყენებს. ფლანგვის დეტექტორმა უკვე გამოაქვეყნა კვლევა ობიექტივის შესახებ, რომელიც “მედიის განვითარების ფონდის” ანგარიშებში ყოველ წელს ხვდება როგორც ანტისადასვლური გზავნილებისა და სიძულვილის ენის გამავრცელებელი მედიასაშუალება. ამჯერად კიდევ ერთ პროპაგანდისტულ მედიასაშუალება, POStv-ი ფინანსები შევისწავლეთ.

POSTV-მ, რომელიც ღიად სახელისუფლებო არხია, მაუწყებლობა 2019 წლიდან დაიწყო, 2022 წლიდან კი ღიად ანტიდასავლური პარტიის, “ხალხის ძალის” მხარდამჭერი მედია გახდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 19 აგვისტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია პოსტვ-ი” სუს-ის სპეციალური დანაყოფია და მის შექმნაში თავადაც მონაწილეობდა.

POSTV 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიას 5 დამფუძნებელი ჰყავდა, რომლებიც წილებს თანაბრად ინაწილებდნენ – ნუგზარ რუხაძე, ზაზა შათირიშვილი, ზვიად ბლიაძე, შალვა რამიშვილი და შპს სვოტ პროდაქშენი. კომპანიამ წლების განმავლობაში რამდენჯერმე განიცადა ცვლილება. ბოლო ცვლილება 2022 წლის ოქტომბერში განხორციელდა, რის შედეგადაც მესაკუთრეთა სია შეიცვალა.

დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის წილების 52% ვიქტორ ჯაფარიძემ შეისყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 1%-ის ღირებულება 10,000 ლარს შეადგენდა, საერთო ჯამში კი 52% წილების შესასყიდად ვიქტორ ჯაფარიძემ 520,000 ლარი გადაიხადა.

ამჟამად კომპანიას 3 მესაკუთრე ჰყავს: შალვა რამიშვილი (24%), თემურ ჭარელაშვილი (24%) და ვიქტორ ჯაფარიძე (52%). შესაბამისად, კომპანიაში ყველაზე მეტ წილს “ხალხის ძალის” ერთ-ერთი წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ჯაფარიძის მიერ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის შესყიდვა ხელს შეუწყობთ „სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ“ მიტანაში. POSTV-ის ერთ-ერთმა მფლობელმა, შავლა რამიშვილმა კი მოგვიანებით ტელევიზიის სახელით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ ტელევიზიამ მიიღო გადაწყვეტილება, ღიად დაუჭიროს მხარი „ხალხის ძალას“: „არხი დღეიდან ხდება მოძრაობა „ხალხის ძალის“ მედიაპლათფორმა“, – აცხადებს ლევან რამიშვილი.

 

POSTV-ის ფინანსები 

https://gmc.org.ge/public//storage/news/March2023/Screenshot 2023-03-06 at 11.24.171.png

 

მაუწყებლობამ პირველი შემოსავალი 2019 წლის, მე-4 კვარტალში მიიღო. ამ დროიდან  2022 წლის ბოლომდე არხს ჯამში 11,990,859 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

შემოსავლის უდიდესი ნაწილი რეკლამებიდან მიღებული თანხებია, თუმცა მაუწყებლობის მფლობელის შემოწირულობებიც ფიქსირდება. მაგალითად, მაუწყებლობის მფლობელებმა არხს 100,000 ლარი შეწირეს 2020 წელს, ხოლო 2021 წელს – 295,970 ლარი. რაც შეეხება რეკლამიდან მიღებულ შემოსავალს, პოსტვ-იმ რეკლამირებიდან 2019-2022 წლებში 9,712,400 ლარი მიიღო.

რეკლამირებიდან მიღებულ თანხებს წლიდან-წლამდე იზრდება. მაგალითად 2020 წელს რეკლამირების შედეგად პოსტვ-მ 1,403,707 ლარი მიიღო, 2021 წელს – 4,046,911ლარი, ხოლო 2022 წელს 4,261,782 ლარი.

კომპანიებს შორის, რომლებიც პოსტვ-ის რეკლამის განსათავსებლად მიმართავენ, არიან საჯარო დაწესებულებებიც, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

აღსანიშნავია, რომ პოსტვ-ის სარეკლამო მომსახურებას უწევენ როგორც ადგილობრივი ისე უცხოური კომპანიები. 2022 წელს, არხზე რეკლამები განათავსა კომპანია Optimum Media Buying Limited-მა. კომპანია Optium Media Buying limited რეგისტრირებულია მოსკოვში. აღნიშნულმა კომპანიამ 3-ჯერ გამოიყენა POSTV რეკლამირებისთვის, ხოლო რეკლამირებაზე დახარჯულმა თანხამ თითოეულ შემთხვევაში 7,000-დან 50,000-მდე ლარი შეადგინა. აღნიშნული კომპანია სარეკლამო მომსახურებაში თანხას ასევე სხვა სამაუწყებლო არხებსაც უხდის, მაგალითად ტელე-იმედს, GDS TV-ის, მედია ჰოლდინგს და მთავარი არხს.

 

წყაროები:

  1. https://bit.ly/41B8ZM5 – დაფინანსება და რეკლამირება

  2. https://bit.ly/41Fwzao – სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი: POSTV სუს-ის სპეციალური დანაყოფია

  3. https://bit.ly/3J5H7Zj „პოსტივის“ საკონტროლო პაკეტი დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ 520 000 ლარად იყიდა

თეგები: ფლანგვის დეტექტორიშალვა რამიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში – ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ (თიბისი)
ახალი ამბები

საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში – ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ (თიბისი)

13:07 07-03-2025
თიბისის ახალი ფუნქციონალი – დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში
ახალი ამბები

თიბისის ახალი ფუნქციონალი – დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში

11:04 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved