• რეკლამა
  • კონტაქტი
15:25, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,პროკურორმა საზოგადოება და მედია შეცდომაში შეიყვანა” – ჯუანშერ ბურჭულაძის წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
20:39 09-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
824

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის წერილს მისი ადვოკატი მარიამ შათირიშვილი ავრცელებს:

,,ვინაიდან ჩემმა დაკავებამ საზოგადოებაში დიდი და არაერთგვაროვანი რეზონანსი გამოიწვია, მსურს, განვმარტო ამ ეტაპზე ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებული აბსურდულობა.

ის, რომ საზოგადოებას მედიის საშუალებით სამართალდამცავი ორგანო აწვდის ინფორმაციას, თითქოს ესპანეთში შეძენილი სახლი არ შევიტანე დეკლარაციაში, აღნიშნული არის სიცრუე. ჩემი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახვის ვალდებულება მოიცავდა 2024 წელს. აღნიშნულზე დასმულ შეკითხვაზე პასუხით სასამართლოდან გამოსული პროკურორი ასევე შეეცადა, შეცდომაში შეეყვანა მედია და საზოგადოება და უპასუხა, რომ „ბურჭულაძემ დეკლარაცია შეავსო მარტში,“ თუმცა არ მიუთითა ინფორმაციის დეკლარაციაში ასახვის სავალდებულო პერიოდი, რაც წარმოადგენდა 2025 წლის 1-ლ იანვარს. აღნიშნული იყო არა მხოლოდ საჯაროდ გაჟღერებული ცრუ ბრალდება, არამედ ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. მე თავდაცვის მინისტრის პოსტი დავტოვე 2024 წლის თებერვალში და 2025 წელს შევავსე დეკლარაცია 2024 წლის შემოსავლების შესახებ, რა დროსაც ვიხელმძღვანელე “დეკლარაციის შევსების შესახებ“ კანონით. სახლი ესპანეთში ოჯახის მიერ შეძენილია 2025 წელს.

რაც შეეხება აღნიშნული ქონების შეძენას, თითქოსდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციით – მე და ჩემი ოჯახის წევრებმა გამოძიების დაწყებისთანავე მიცემულ ჩვენებებში დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ქონების რეალიზაციით დაიფარა აღნიშნული სახლის საფასური. მას შემდეგ, რაც დავტოვე თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, ოჯახმა 3 უძრავი ქონების რეალიზაცია მოახდინა, რომელთაგან მხოლოდ ორიც ერთობლიობაში უზრუნველყოფდა სადავო ქონების შეძენას. გასხვისებულ ქონებას ჩემი ოჯახი ფლობდა 15 წლის წინაც, მათ შორისაა ორი ბინა თბილისში, რომელსაც დღეს სხვა მფლობელები და მოსარგებლეები ჰყავს.

იმედს ვიტოვებ, რომ ეს უსამართლობა უმოკლეს დროში დასრულდება“

 

თეგები: ჯუანშერ ბურჭულაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved