• რეკლამა
  • კონტაქტი
15:40, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურორმა ამაღლობელს “საპროცესო” სთხოვა – “მზიას ადგილზე რომ მამაკაცი ყოფილიყო…”

ალია ავტორი - ალია
19:05 07-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,486

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, აქციების დროს დაკავებული მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

საქმის პროკურორის, თორნიკე გოგეშვილის თქმით, ბრალდების მხარე მზად არის აქტიურად განიხილოს საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი.

“ჩვენი მიზანი იყო ქალბატონ მზიასგან მიგვეღო დეტალური ინფორმაცია, რასაც კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. პატიმრობიდან მალევე ქალბატონმა მზიამ შიმშილობა გამოაცხადა, წარმოუდგენელი იყო იმ პერიოდში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება….კონკრეტულად, ჩადენის მოტივი გვაინტერესებდა. სიწითლე არის დაზიანების ობიექტი.

პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, […] ქალბატონი მზია დაკავებულებებზე განმარტებებს ითხოვს, რაც ვიდეო მასალაში ჩანს, შედის კომუნიკაციაში… ის ესაუბრება პასუხისმგებელ პირს. ცალსახაა, რომ ეს ქმედება – ჩამოქაჩვა და დარტყმა ხორციელდება. ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ეს იყო “თავკერძა კომუნიკაციაზე იმპულსური რეაქცია”…

ჩვენ მოვისმინეთ მოწმეთა ჩვენებები. სასამართლო ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ბრალდებული ჩვენებაში აქციაში მისვლის მიზეზს ხსნის, ციალა ქათამაძის და სხვა დაკავებულების სოლიდარობის მიზნით მივიდა.

სახეში დარტყმა არის ძალადობრივი ქმედება.

მოცემულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედება განხორციელდა. ქალბატონ მზიას ადგილზე რომ მამაკაცი ყოფილიყო და გაშლილი ხელი დაერტყა პოლიციელისთვის… მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილია ბრალდების ქმედება. ქმედება უშუალოდ ჯანმრთელობის ხელყოფისკენ იყოს მიმართული, ამას შესაძლოა მნიშვნელობა მიენიჭოს სასჯელის დანიშვნის დროს.

ცალსახად სახეზე არის პოლიციელზე სამსახურეუბრივი საქმიანობისას თავდასხმის ფაქტი. ყველა პოლიციელი სამსახურეობრივ საქმიანობს ასრულებდა აღნიშნულ აქციაზე. მიგვაჩნია, რომ ცალსაცად არის თავდასხმა.

ნამდვილად მნიშვენლოვანია ჟურნალისტიკა და პატივისცემას გამოვხატავ ამ პროფესიის მიმართ.

უტყუარად არის დადასტურებული წარდგენილი ბრალდება, ასევე, ბოლოს მინდა ვთქვა, რომ რაც საქმის განხილვა მიმდინარეობს დაცვის მხარეს არ მოუმართავს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, მიუხედავად ამისა, ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ”. – თქვა გოგეშვილმა, ინტერპრესნიუსის ცნობით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved