საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ.
სტუმრებმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს დამდეგი ახალი, 2022 წელი მიულოცეს და საჩუქრები – საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასურსათო პროდუქტი და ტკბილეული გადასცეს.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს არაერთხელ ესტუმრნენ და მსგავსი სახის აქცია მომავალშიც გაგრძელდება.



კომენტარები