• რეკლამა
  • კონტაქტი
09:32, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურის ორგანოებში 27 წარმატებული სტაჟიორი პროკურორად და პროკურატურის გამომძიებლად დაინიშნა

ალია ავტორი - ალია
11:05 04-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის შემდეგ, 27 წარმატებული სტაჟიორი პროკურორად და პროკურატურის გამომძიებლად დაინიშნა. ახალდანიშნულ პროკურორებს და პროკურატურის გამომძიებელს, საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ასევე სტაჟირების გავლის კომისიის წევრები ესწრებოდნენ.

გენერალურმა პროკურორმა მონაწილეებს სტაჟირების ეტაპის დასრულება, პროკურორებად და გამომძიებლად დანიშვნა მიულოცა და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს პროკურატურაში აქტიურად ხორციელდება სტაჟირების პროგრამა, რომელიც არის ჩვენს სისტემაში ახალი, პროფესიონალი, ახლგაზრდა კადრების მოზიდვის საუკეთესო საშუალება. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში სტაჟირების პროგრამის შედეგად საქართველოს პროკურატურაში 27 ახალი პროკურორი დაინიშნა, რომლებიც საქმიანობას დღეიდან შეუდგებიან. საქართველოს პროკურატურა ამ მიმართულებით მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას.

საქართველოს პროკურატურაში დასაქმებული გამომძიებლების, პროკურორების და მენეჯერების ნახევარზე მეტი სწორედ სტაჟირების პროგრამით არის დასაქმებული “ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

2019-2020 წლებში საქართველოს პროკურატურის ტერიტორიულ ორგანოებსა და სტრუქტურულ დანაყოფებში სტაჟირება სულ 37-მა პირმა გაიარა. ისინი სტაჟიორებად 2019 წელს ჩატარებული 4 ეტაპიანი კონკურსის შედეგად შეირჩნენ. მათ, სტაჟირების პროცესის პრაქტიკული ეტაპის დაწყებამდე, 2-თვიანი ინტენსიური მომზადების კურსი დაასრულეს. სტაჟირების ფარგლებში კი, თითოეული სტაჟიორი პროკურორისა და პროკურატურის

გამომძიებლის უფლებამოსილებას ახორციელებდა და პროფესიულ უნარ-ჩვევებს ეუფლებოდა.

წარმატებული სტაჟიორები საქართველოს პროკურატურის სტაჟირების გავლის კომისიამ გასაუბრების შედეგად შეარჩია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებული იყო მათ მიერ გაწეული საქმიანობა, სტაჟირების ხელმძღვანელების შეფასებები, ასევე გავლილი ტრენინგები და გამოცდები.

დღეისათვის საქართველოს პროკურატურაში პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების ნახევარზე მეტი სტაჟირების გზით არის მიღებული, მათ შორის, ყოფილი სტაჟიორები იკავებენ მენეჯერულ პოზიციებს.

სტაჟირების სისტემის მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები: კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved