• რეკლამა
  • კონტაქტი
12:52, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურის ორგანიზებით და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, პროკურატურის მენეჯერების 2021 წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ალია ავტორი - ალია
15:46 12-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, პროკურატურის მენეჯერების 2021 წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, მენეჯერები, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოვენსი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა და პროკურატურის სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ისაუბრა. გენერალურმა პროკურორმა ხაზი გაუსვა მართვის თანამედროვე და ერთიანი მიდგომების მნიშვნელობას, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას და შრომითი ნაყოფიერების გაუმჯობესებას, რაც მისი თქმით, დაკავშირებულია საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდასთან.

შეხვედრის ფარგლებში, სახელმძღვანელო რეკომენდაციები და სისხლის სამართლის პოლიტიკის მიმართულებები განიხილეს. მონაწილეებმა წარდგენილი სახელმძღვანელო დოკუმენტების ირგვლივ მნიშვნელოვანი მოსაზრებები გამოთქვეს, რაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს აღნიშნული სახელმძღვანელო მითითებების სრულყოფას და საპროკურორო პრაქტიკასთან შესაბამისობას. სახელმძღვანელო მითითების შემუშავების და პრაქტიკაში დანერგვის მიზანია სწორი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრა, ერთგვაროვანი საპროკურორო პრაქტიკის დანერგვა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში პროკურორის მიერ დროული და სწორი გადაწყვეტილებების მიღება, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება, რაც საბოლოოდ გაზრდის პროკურორთა საქმიანობის ეფექტიანობას.

ამასთან, სამუშაო სხდომაზე მონაწილეებმა საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის პროექტის შესახებ იმსჯელეს, წარმოდგენილი დოკუმენტი სამუშაო ვერსიაა და მასში პროკურატურის ორგანიზაციული ხედვა და ახალი მიდგომებია გათვალისწინებული. ასევე, სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის პრეზენტაცია გაიმართა. მექანიზმი გენდერული აუდიტის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით დამტკიცდა და სექსუალური შევიწროებისპრევენციისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებს და სექსუალური შევიწროების შემთხვევებში დისციპლინური წარმოების საკითხებს განსაზღვრავს.

სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, საქართველოს პროკურატურაში მხარდაჭერის ჯგუფი შეიქმნა. 

პროკურატურის მენეჯერული რგოლი დიდ გავლენას ახდენს სიახლეების დანერგვასა და ორგანიზაციული მიდგომების გატარებაზე, ასევე, თანამშრომელთა საქმიანობის მართვასა და მოტივაციაზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით სამუშაო შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

No description available.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved