• რეკლამა
  • კონტაქტი
13:32, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული 4 პირი დამნაშავედ ცნო

ალია ავტორი - ალია
11:30 05-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული დ.ჯ., ფ.ბ., ა.მ. და შ.ვ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ჯ., ფ.ბ., ა.მ. და შ.ვ. 2019-2020 წლებში სოფელ ფონიჭალაში სისტემატიურად ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ უკანონო შეძენას, დაფასოებასა და რეალიზაციას.

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები კონკრეტულ ლოკაციებზე სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ და მას შემდეგ, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შესაძენი თანხა დისტანციურად, ონლაინტოტალიზატორების ანგარიშებზე ჩაირიცხებოდა, კლიენტები ტელეფონის მეშვეობით მითითებულ ადგილებზე მიჰყავდათ.

სისტემატიური ნარკოვაჭრობის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის ანგარიშებზე 2 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი იქნა მიღებული. თანხის წარმომავლობის დამალვისა და ლეგალიზაციის მიზნით, ჯგუფის წევრებს გარკვეული პერიოდულობით ჩარიცხული თანხები ანგარიშიდან გადაჰქონდათ ე.წ. ,,თამაშებში“ და მცირე გათამაშებას ახორციელებდნენ, რის შემდგომაც თანხა უკან ბრუნდებოდა და მისი განაღდება როგორც ტოტალიზატორის სალაროებიდან, ისე ე.წ. „ზერო ბარათების“ გამოყენებით, სხვადასხვა ბანკომატიდან ხდებოდა. ასევე დ.ჯ., ფ.ბ., ა.მ. და შ.ვ. ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლებით უძრავ-მოძრავი ქონების შეძენას ახდენდნენ.

დ.ჯ.-ს, ფ.ბ.-ს, ა.მ.-სა და შ.ვ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ფ.ბ.-ს და ა.მ.-ს 11-11 წლით, ხოლო დ.ჯ.-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება შ.ვ.-ს, მან გამოძიებასთან ითანამშრომლა და ხელი შეუწყო მტკიცებულებათა მოპოვებას. აღნიშნულის გათვალისწინებით მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით მსჯავრთან ერთად განესაზღვრა.

სასამართლო გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულებს ასევე ჩამოერთვათ ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხა და უკანონო შემოსავლებით შეძენილი ქონება – ერთი საცხოვრებელი ბინა და 5 სატრანსპორტო საშუალება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved