• რეკლამა
  • კონტაქტი
00:19, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მითვისების ფაქტზე ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ალია ავტორი - ალია
11:08 12-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მითვისების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის კომპიუტერული ექსპერტიზის სამმართველოში ექსპერტის თანამდებობაზე მუშაობდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა  დიდი ოდენობით – 286 401 ლარის, 9 350 აშშ დოლარის, 1 250 ევროს,  15 000 უკრაინული გრივნას ღირებულების სხვადასხვა მოქალაქეთა კუთვნილი საკვლევი ნივთიერი მტკიცებულებები და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კუთვნილი ტექნიკა:  მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი სხვა მოწყობილობები.

პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული 2021 წლის 24 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

               თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობით. მასვე, 6 თვის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციაში საქმიანობის უფლება.

საქართველოს პროკურატურა სასამართლოს განაჩენს სასჯელის ნაწილში არ ეთანხმება და კანონით დადგენილ ვადაში  სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved