პროკურატურის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, საქმეს დაერთოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაცია.
მოსამართლემ, ნინო ფარაშვილმა, სხდომა გადადო და განაცხადა, რომ ამ შუამდგომლობას შემდეგ პროცესზე, 8 მაისს უპასუხებს.
საქმის პროკურორი მედიასთან ამბობს:
ბრალდების და დაცვის მხარეებს გარკვეული დოკუმენტაცია მათ შორის ტექნიკური ხასიათისაც მათ შორის, მოპოვებული გვქონდა. შესაბამისად, დაყენდა შუამდგომლობა აღნიშნულის დართვასთან დაკავშირებით. ეს ეხება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას. საქმესთან კავშირში მყოფ პირებს ეხება ეს დოკუმენტაცია. გრიგოლ ლილუაშვილის საქმეს ეხება, ასევე საქმესთან კავშირში მყოფ პირებს. დაახლოებით 100 პირამდეა დასაკითხ პირთა სიაში
ლილუაშვილის ადვოკატი, რობერტ გრიგალაშვილი, მედიასთან ამბობს:
ეს არის მხოლოდ ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი გარკვეული მასალა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით არ უკავშირდება არანაირ დამალულ ქონებას და მითუმეტეს ეს არ ეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ბატონ გრიგოლს. ეს ბატონ გრიგოლს და მის უშუალო უფროსს არ ეხება. მიიღეთ ჩემგან ეს პასუხი, რომ ეს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ პირდაპირი მნიშვნელობით დამალული ქონება არ არის. მასთან დაკავშირებული პირები არ არიან. გვარი და სახელი დაგისახელათ პროკურატურამ, მიგითითათ, რომელ დაკავშირებულ პირს ეხება? მას შეეკითხეთ. მე გეუბნებით, რომ არ ეხებათ”
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა როცა მიესაჯა, მას ჩამოერთვა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლი და სხვა ქონება.
ცნობისთვის, პროკურატურის ბრალი ლილუაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე ნაწილად იყოფა:
- ქრთამის აღებას თურქი ინვესტორისგან, 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.
- გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ ქრთამი მილიონ ხუთასი ათასი ლარი.
- ქოლცენტრების მფარველობას და ამის სანაცვლოდ 1 365 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით აღებას.
- თბილისის მერიის მაღალჩინოსნის და მეწარმე სუბიექტების მფარველობისთვის, საბავშვო ბაღებში ტენდერების მოსაგებად, ასევე ქრთამს.
















კომენტარები