• რეკლამა
  • კონტაქტი
15:29, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში მოამზადა

ალია ავტორი - ალია
14:07 03-22-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უზრუნველყოფისა და შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ​შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში მოამზადა.

საქართველოს პროკურატურამ, 2021 წელს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებულ ვალდებულებათა ჯეროვნად შესრულების მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა.

შშმ პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის ძირითად მიზნებს შშმ პირთა ექსპლუატაციისგან, არასათანადო მოპყრობისგან და დისკრიმინაციისგან დაცვა, შშმ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

კოვიდ19-ით განპირობებული გამოწვევების მიუხედავად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ამოცანები შეასრულა, მათ შორის – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის თემაზე პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, მათი საჭიროებების გათვალისწინებით, გონივრული მისადაგების უზრუნველყოფა სისხლის სამართლის საქმისწარმოების პროცესში; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.

გარდა აღნიშნულისა, 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, შშმ პირების მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაციის მიზნით, პროკურორებისთვის და სისტემის გამომძიებლებისთვის ორი სახელმძღვანელო მითითება მოამზადა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა.

სახელმძღვანელო მითითებების მიზანია პროკურორისა და გამომძიებლის საქმიანობის წარმართვა შეზღუდული შესაძლებლობის, მათ შორის ფსიქიკური და ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, სამართალწარმოების ყველა სტადიაზე მათი თანასწორუფლებიანი, სრულფასოვანი და ეფექტიანი მონაწილეობა.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტი „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე”, საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტია.

ასევე, საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია შშმ პირების თანასწორუფლებიანი და სრულფასოვანი მონაწილეობა მართლმსაჯულების ყველა ეტაპზე. გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი განაგრძობს ძალისხმევას შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ეფექტიანი სისხლის სამართალწარმოების უზრუნველყოფის მიზნით.

 

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved