• რეკლამა
  • კონტაქტი
00:55, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურამ, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე 31 პირს ბრალდება წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
14:18 07-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

საქართველოს პროკურატურამ, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 31 პირს ბრალდება წარუდგინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებიდან 18 პირი – გ.ვ., ა.ა., ა.შ., ს.ტ.,. თ..ტ.., თ..ჭ., მ.ჭ., ა.მ., გ.ჯ., ა.ჯ., ზ..ა., ბ.ა., გ.ჭ., ი.გ., თ..ნ., შ.ლ.., გ.ვ. და ა.ა. აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში, კავშირი აქვთ ქურდული სამყაროს წევრებთან და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით აღნიშნული პირები რუსთავში, თბილისში, გორში,  ბათუმში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, მონაწილეობას იღებდნენ ქურდულ გარჩევებში და ქურდულ შეკრებებში, რომელიც შეეხებოდა პირის ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სხვადასხვა პირებისთვის კრიმინალურ სამყაროში დამკვიდრებული სტატუსის შეცვლას და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას და გადაწყვეტას. ბრალდებულები დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინათ ძალაუფლება და გავლენა. თვრამეტივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებიდან 12 პირი: გ.ხ., ა.შ., ლ.ვ., მ.ფ., ბ.ხ., ს.მ., ლ.ტ., გ.ბ., ნ.ი., გ.რ., ლ.გ. და ზ.გ. ინფორმირებულები არიან ქურდული სამყაროს საქმიანობის შესახებ, კავშირი აქვთ ქურდული სამყაროს წევრებთან და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით ბრალდებულები რუსთავში, თბილისში, გორში, ბათუმში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, ახორციელებდნენ აქტიურ ქმედებებს, რითაც ხელს უწყობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას, მათ შორის, მონაწილეობას იღებდნენ ქურდულ გარჩევებში, გამოხატავდნენ მზადყოფნას ორგანიზება გაეწიათ „ქურდული შეკრებების“ და „ქურდული გარჩევების“ მოწყობისთვის, განიხილავდნენ ქურდული საერთოს, იგივე „ობშიაკის“ შესავსები თანხების მოსაპოვებელ საკითხებს. აღნიშნულ პირებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, ქურდული სამყაროს წევრებისთვის მიმართვის ფაქტზე ორ პირს- მსჯავრდებულს ზ.კ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება წარედგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.კ. „ქურდული სამყაროს“ წევრებს და მხარდამჭერებს უკავშირდებოდა და ერთ-ერთი მსჯავრდებულის მიმართ ქურდული გარჩევის მოწყობას ითხოვდა.

ასევე გ.ბ.-მ, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ჩამდენებისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს ქურდული გარჩევის მოწყობა სთხოვა.

ზ.კ-ს და გ.მ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved