• რეკლამა
  • კონტაქტი
17:57, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურამ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წოდორეთში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
19:04 07-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

საქართველოს პროკურატურამ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წოდორეთში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 1 270 073 ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე დაკავებულ ე.მ.-ს, ა.მ.-ს და ი.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ე.მ.-მ, ა.მ.-მ და ი.მ.-მ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წოდორეთში მდებარე მიწის ნაკვეთებზე მოტყუებით მიიღეს საკუთრების უფლება – კერძოდ, ე.მ. თაღლითურად დაეუფლა 413 544 ლარად ღირებულ 8 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, ა.მ. – 412 356 ლარად ღირებულ 8 000 კვ.მ, ხოლო ი.მ. – 444 173 ლარად ღირებულ, 8 600 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს. საერთო ჯამში სახელმწიფოს მიადგა 1 270 073 ლარის ზიანი.

სამართალდამცველებმა ე.მ, ა.მ. და ი.მ. 2021 წლის 30 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) წარედგინა, რაც  სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved