• რეკლამა
  • კონტაქტი
18:12, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

პროკურატურამ „Facebook“ გვერდებზე უნებართვო შეღწევების და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
15:23 10-14-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

საქართველოს პროკურატურამ,  „Facebook“-ის გვერდებზე  უნებართვო შეღწევის და თანხების თაღლითურად დაუფლების  ფაქტებზე ერთ პირს  ბრალდება წარუდგინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე  გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ წარსულში ანალოგური ქმედებისათვის ნასამართლევმა პირმა,   უნებართვოდ  შეაღწია   თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე  სასულიერო პირის,  „Facebook“ გვერდზე და   მისი სახელით   დაუკავშირდა მოქალაქეებს ,    მოტყუებით გამოართვა მათ  ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ ბანკის „სმს“ პაროლები,  რისი საშუალებითაც მოიპოვა წვდომა მათ ინტერნეტ ბანკებზე,    გააკეთა სწრაფი სესხები   და  დაეუფლა სხვადასხვა   თანხებს.      

ბრალდებული,   „Facebook“-ის გამოყენებით  შეცდომაში შეყვანილი  მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხას, ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე ირიცხავდა, ხოლო შემდეგ – საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული ქმედებით, ამ დროისთვის დადგენილია, რომ დაზარალებულია 14 პირი და ბრალდებული  დაეუფლა    76  708 ლარს. გამოძიების შედეგად, შესაძლოა, გაიზარდოს დაზარებულ პირთა წრე და მათთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ოქტომბერს დააკავეს.   მას ბრალდება   საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3  ნაწილის  ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით,  ( თავისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლა,  რამაც მნიშვნელოვანი  და დიდი ოდენობით ფინანსური  ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და  ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ,,გ“ ქვეპუნქტებით  (თაღლითობა ე.ი.სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)  284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა არაერთგზის) 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ კომპიუტერული მონაცემის უნებართვო  შეცვლა არაერთგზის) წარედგინა, რაც  სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თეგები: პროკურატურა

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved